თანამედროვე ეტაპზე დაავადებებისაგან მცენარეთა დაცვის საშუალებები შეიძლება დაიყოს ორ არათანაბარ ჯგუფად. ძირითად ჯგუფს შეადგენენ კლასიკური ბიოციდური მოქმედების ფუნგიციდები, რომელთა გამოყენების დროსაც დაავადებათა გამომწვევები ისპობა. მეორე არის დაავადებისადმი მდგრადობის ინდუქტორები(აქტივატორები), რომელთა მოქმედება ხორციელდება დაავადებისაგან დაცვის რეაქციათა გაძლიერებისა და პათოგენის ლოკალიზების გზით (ფუნგისტატიკური მოქმედება).

ავადობაგამძლეობისინდუქტორები შეიძლება დავახასიათოთ როგორც ნაერთები, რომლებიც მცენარეშიაინდუცირებს(ააქტიურებს) სასიგნალო გზებს, რაც იწვევს გენების, დაცვის რეაქციების აქტივაციას და სოკოვანი, ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების გამომწვევების მიმართ მდგრადობის ჩამოყალიბებას. ეს მდგრადობა ვლინდება დაავადების პროცესში პათოგენის ლოკალიზაციაში, მცენარეებში მისი შემდგომი შეჭრის, გავრცელებისა და გამრავლების ბლოკირებაში.

ეს ნაერთები მცენარეებში აინდუცირებს(ააქტიურებს) სხვადასხვა ბიოქიმიურ რეაქციებს, მათ შორის ბუნებრივი ინდუცირებული მდგრადობის სასიგნალო კასკადებს, და სპეციფიკურ სასიგნალო გზებსა და დაცვის რექციებს, ამგვარი მოქმედების მქონე ნაერთებიელისიტორებად იწოდებიან. კონსტიტუციური ბარიერების გადამლახავი პათოგენებისაგან თავის დასაცავად მცენარეები იყენებენ რეაქციებს, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ დასენიანების საპასუხოდ. მდგრადობის ინდუცირებული ბუნება მცენარეებს საშუალებას აძლევს, შეამცირონ ენერგეტიკული ხარჯები პათოგენებისაგან დასაცავად და დაიზოგონ ენერგია ზრდა-განვითარებისა და თესლების წარმოქმნისათვის. ის წარმოიშვა ხანგრძლივი კოევოლუციის პროცესში და საფუძვლად უდევს მცენარის მიერ პათოგენის ცნობა“, სიგნალის გენერაცია და გადაცემა მისგან დაცვის გენებისა და რეაქციების გასააქტიურებლად. მცენარე ცნობს და განასხვავებს მის ზედაპირზე მდებარე მავნებლების ერთობლიობას მისთვის დამახასიათებელი მოლეკულური სტრუქტურების მიხედვით. ამ მოლეკულების (ელისიტორების) ურთიერთქმედება (რეცეფცია) მცენარეთა კომპლემენტარულ ცილოვან რეცეპტორებთან იწვევს მათში სასიგნალო სისტემებისა და დაავადებებისადმი ბუნებრივი მდგრადობის სხვადასხვა ტიპების დამცავი რეაქციების ინდუქციას. ესენი არის სახეობრივი, საბაზო, რასა-ჯიშ-სპეციფიკური, სისტემური შეძენილი და რიზობაქტერიების მიერ ინდუცირებული სისტემური მდგრადობა.

ინდუცირებული მდგრადობა ეფექტიანია, რადგანაც მცენარეებს იცავს დიდი რაოდენობით პოტენციური პათოგენებისაგან. პოტენციური პათოგენებისადმი მცენარეთა მდგრადობის ფენოტიპური მარკერები არის ლიგნიფიკაციის გაძლიერება, უჯრედული კედლების გასქელება, აგრეთვე, ზოგჯერ, ლოკალური ნეკროზები, რაც ტიპიურია ზემგრძნობელობის რეაქციისათვის.
არასპეციფიკური ელისიტორების -ქიტინის, ქიტოზანის,წყალმცენარეებისპოლისაქარიდების საფუძველზე შექმნილია ეფექტური პრეპარატები, რომლებიც პრაქტიკულადგამოყენება მცენარეთა დაცვაში. პრეპარატები ბუნებრივი არასპეციფიკური ელისიტორების საფუძველზე არატოქსიკურია ადამიანისათვის და უსაფრთხოა გარემოსათვის.არ გააჩნია პირდაპირი ბიოციდური მოქმედება პათოგენურ მიკროორგანიზმებზე, მაგრამ მცენარეებში ინდუცირებს სისტემურ მდგრადობას ვირუსების, ბაქტერიებისა და სოკოებისადმი სიგნალის გადაცემის გზის გააქტივების გზით, რაც ზრდის მცენარეთა მდგრადობას როგორც ბიოტროფული, ისე ნეკროტროფულიპათოგენებისადმი. ზრდის წიწაკის მცენარეთა მდგრადობას კიტრის მოზაიკის ვირუსისადმი, ტომატისა - ბაქტერიოზებისადმი, კიტრისა - ანტრაქნოზისა და ფოთლის კუთხოვანა ბაქტერიული ლაქიანობისადმი და სხვა.

სისტემური შეძენილი მდგრადობის ინდუქცია თუ ინდუცირებული სისტემური მდგრადობა თუნდაც რომ ვერ გახდეს დაავადებებისაგან მცენარეთა დაცვის ერთადერთი ხერხი, მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ის მოახდენს ინტეგრირებას მცენარეთა დაცვის სისტემებში. განსაკუთრებულ ინტერესს ამ კუთხით წარმოადგენს პრეპარატები, რომლებიც მცენარეებში ინდუცირებს მდგრადობას როგორც დაავადებებისადმი, ისე ფიზიოლოგიური სტრესებისადმი.

სანათურის ხაზის სასუქები

სტატიის ავტორი a, 2019-12-23