sanaturi

ყოველი მებაღისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნახოს ნაყოფით დახუნძლული ხე, რომ მცენარე ახარებდეს მზერას და გვიჩენდეს სიამყის გრძნობას. გამოცდილმა მებაღეებმა იციან,რომ სანამ კარგ შედეგს მიიღებენ, მოუწევთ არც ისე მცირე ძალისხმევის გაწევა.
თუმცა, შესაძლოა ხემ გამოიღოს ლამაზი ყვავილები, რომლებიც იქცევა წვნიან ნაყოფებად და უცებ მთელი ეს პროცესი დაირღვეს, დაუმწიფებელი ნაყოფი ჩამოცვივდეს მიწაზე. ეს პრობლემა ცნობილია ბევრისათვის და ხშირად შუა ზაფხულში, ივლისში, ექმნება ყველასათვის საყვარელ ვაშლსაც და მსხალს.

რატომ ცვივა ნაყოფი ხიდან - ბევრი მებაღისათვის მტკივნეული საკითხია. ამ ბუნებრივ მოვლენას აქვს ბევრი საფუძველი.
ადრეული ცვენის მიზეზებია:
1.
კალიუმის ნაკლებობა. ამ ელემენტის მიმართ ეს ხე ძალზე მგძნობიარეა. სწორედ ამიტომ აუცილებელია მის კალიუმიანი პრეპარატებით კვება. ეს ქმედება არა მარტო დაგვეხმარება ადრეული ცვენის თავიდან აცილებაში, არამედ საშუალებას მოგვცემს უკეთესად გადავიტანოთ ზამთარი.
2.
ყვავილების არასაკმარისი დამტვერვა. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელმაც ძალზე ხშირად შეიძლება გამოიწვიოს დაუმწიფებელი ვაშლის ცვენა. რა უნდა ვქნათ? ბაღის გაშენებისას უნდა გვახსოვდეს, რომ ვაშლი არის ჯვარედინადდამტვერვადი კულტურა და მისი კარგი ზრდისათვის აუცილებელია მეზობლების დამტვერვა.
3.
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ვაშლს სტუმრობდეს ისეთი სასარგებლო მწერები, როგორიცა პეპელა, კელა, ფუტკარი და სხვა. ისინი იკვებებიან ნექტარით და პარალელურად მცენარისათვის მოაქვთ სარგებლობა. ამიტომ ბაღის შესხურებისას უნდა ფრთხილად მოვეპყროთ მის პროდუქტიულ ბინადართ.ამასთან ყვავილობის ფაზაში შეგვიძლია გამოვიყენოთ გამონასკვის მასტიმულირებელი პრეპარატი სანათური სი“.

4.
ხის ასაკი. ზრდის პროცესები ნელდება და ხეს უბრალოდ აღარ შეუძლია ყველა წარმოქმნილი ნაყოფის გამოკვება. სწორედ ამიტომ ვაშლი ცვივა ხეებიდან და ვერ მწიფდება სასურველ მდგომარეობამდე. ასეთ პრობლემას რომ არ შევეჩეხოთ, აუცილებელია სწორად მოვუაროთ და გავსხლათ ტოტები.
5.
წყლის ნაკლებობა ან სიჭარბე. მცირედი რწყვისას უწყლოდ პირველ რიგში რჩება ნაყოფი. ხე მიზნმიმართულად უწყვეტს მათ კვებას, რათა გამოკვებოს ფოთლები. ერთადერთი, რისი საშუალებაც რჩება ვაშლის ხეს, რათა გადარჩეს, ზედმეტი ნაყოფის ჩამოყრაა. ზედმეტი ტენის არსებობისას, ზიანდება ფესვები, ისინი განიცდიან ჟანგბადის ნაკლებობას და არ შეუძლიათ აუცილებელი ნივთიერებებით მომარაგება.
6.
მსხვილი ნაყოფი. ხდება, რომ ნაყოფების დამწიფება მიმდინარეობს არათანაბრად, ანუ 50%-მა დააგროვა წონა და ცვივა, ხოლო დანარჩენები ტოტებზე რჩება ჯერ კიდევ პატარა და მოუმწიფებელი. ეს ნიშნავს, რომ ხეს არ ყოფნის ძალები გამოკვებოს ყველა წარმოქმნილი ნაყოფი. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ზრდის მასტიმულირებელი პრეპარატები.
7.
არასწორი მოვლა. ძალზე ხშირად გამოუცდელი მებაღეები ხის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გაძლიერებულად ხმარობენ სასუქს, თუმცა ეს ქმედება ძალზე უარყოფითად მოქმედებს მცენარის ცხოველქმედებაზე. მაგალითად, აზოტოვანი სასუქების სიჭარბე აძლიერებს ზრდას, მაგრამ ანელებს ყვავილის კვირტების ჩამოყალიბებას. როგორც შედეგი, ხეს მოგვიანებით გამოაქვს ნაყოფი და ირღვევა ვეგეტაციის მთელი პროცესი.
რატომ ცვივა ვაშლი და მსხალი ივნისა და ივლისში? ივნისში ეს მოვლენა მიუთითებს იმას, რომ ხე ემზადება ვეგეტაციის პერიოდისათვის და ყრის ზედმეტ ნაყოფს, რომელთა ნორმალურად გამოკვებაც მას

სტატიის ავტორი , 2019-12-23