ფაუერი

 

კულტურა:ალუბალი, ატამი, ბადრიჯანი, ბალი, ბოლოკი, ბროკოლი, გარგარი, გოგრა, გრეიფრუტი, ვაშლი, თეთრთავიანი კომბოსტო, თხილი, იონჯა, ისპანახი, კაკალი, კამა, კარტოფილი, კიტრი, ლიმონი, ლობიო, მანდარინი, მარწყვი, მზესუმზირა, მსხალი, მწვანე ხახვი, ნესვი, ნიახური, ნიორი, ნუში, ოხრახუში, პომიდორი, პრასი, რეჰანი, რუკოლა, საზამთრო, სალათა, სიმინდი, სოიო, სოკო, სტაფილო, ტკბილი წიწაკა, ფორთოხალი, ქერი, ქინძი, ქლიავი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყურძენი, შაქრის ჭარხალი, შვრია, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, ჭარხალი, ჭვავი, ხახვი, ხორბალი

მოქმედი ნივთიერება:მრავალჯაჭვიანი პოლისაქარიდები

პრეპარატული ფორმა:სითხე

მწარმოებელი:შპს სანათურ საქართველო

 

 ფაუერიმულტიფუნქციონალური ნატურალური ადიუვანტი, შექმნილია იმისათვის, რომ დაიცვას და გაახანგრძლივოს სასუქების,ფუნგიციდებისა და პესტიციდების მოქმქდქბის ვადა და აამაღლოს ეფექტურობა.
მოქმედების მექანიზმი: 

 ფაუერი  წარმოადგენს შესანიშნავ, ნატურალურ მიმწებებელ ნივთიერებას. მისი წყალობით, პრეპარატების დიდი რაოდენობა რჩება მცენარეზე შესხურების დროს, სამუშაო ხსნარი ერთგვაროვნად  ნაწილდება ნებისმიერი ტიპის (ცვილით დაფარული ან შებუსული) მცენარის ზედაპირზე. აღწევს ფორებსა და ვიწრო განშტოებებში. ის გამორიცხავს პრეპარატების ჩამორეცხვას მცენარის ზედაპირიდან მორწყვის და წვიმის შემთხვევაშიც კიარბილებს მცენარის ცვილოვან კუტიკულას ეს ეხმარება სისტემურ, კონტაქტურ პრეპარატებსა და ფოთლიდან გამოკვების საშუალებებს მარტივად შეაღწიონ მცენარის ქსოვილებში.

გამოყენების რეკომენდებული ნორმები

 გამოყენების ნორმაა 100- 200 მლ/ჰა.

პრეპარატის მახასიათებლები: 

 

1. აუმჯობესებს სამუშაო ხსნარის მიკრობას უნიკალური ადჰეზიური და რეოლოგიური თვისებების წყალობით.  თანაბრად ანაწილებს სამუშაო ხსნარს ფოთლის ზედაპირზე. პესტიციდის დატანების დროს ძირითადი „სატრანსპორტო“ საშუალება არის წყალი, რომელიც დადებით ტემპერატურაზე და ქარიან ამინდში აქტიურად ორთქლდება და მცენარეზე ტოვებს პესტიციდების მშრალ ნაკვალევს. ეს ნარჩენები ცუდად შთაინთქმება მცენარეთა, მავნებელთა და დაავადებების გამომწვევთა მიერ. პრეპარატის გამოყენება საშუალებას იძლევა, გახანგრძლივდეს პესტიციდებისა და კვების ელემენტების ეფექტიანი ზემოქმედების პერიოდი, გაუმჯობესდეს მცენარეში მათი გავრცელების თანაბრობა. ამცირებს ქარის მიერ წვეთების გადაფერთხვისა და ნალექებით სამუშაო ხსნარის ჩამორეცხვის ალბათობას, აუმჯობესებს მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და კვების ელემენტების შეტანის პირობებს, რაც იძლევა სამუშაო ხსნარში წყლის რაოდენობის შემცირების საშუალებას პრეპარატთა მოქმედების ეფექტის დაკარგვის გარეშე. მცენარეებზე თხელი მატარებელი აპკის ჩამოყალიბება თავიდან აგვაცილებს ფოთლებიდან წვიმის მიერ სამუშაო ხსნარის ჩამორეცხვას. ეს საშუალებას იძლევა, მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და კვების ელემენტების შეტანის სამუშაოები ჩატარდეს პროგნოზირებული ნალექების წინაც კი.

   იძლევა მცენარეთა დაცვის ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების გამოყენების შემცირების შესაძლებლობას, იგი საშუალებას გვაძლევს, 20-30%-ით შემცირდეს პესტიციდების ხარჯვის ნორმები, ხოლო პესტიციდებით მცენარეთა დამუშავების ჯერადობა შემცირდეს ორზე მეტჯერ.

    ეკოლოგიურად უსაფრთხოა. ესაა პრეპარატი ბიოლოგიური წარმოშობის მაღალეფექტიანი ნაერთების ბაზაზე, რომლებიც სრულად იშლება ნიადაგის სხვადასხვა ტიპების ბუნებრივი მიკრობული კომპლექსების მიერ 60-90 დღის განმავლობაში. არ აბინძურებს გარემოს. შესაძლებელია ერთობლივი გამოყენება ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის პრეპარატებთან ერთად.



თავსებადობა სხვა პრეპარატებთან

თავსებადია ავზურ ნაზავებში ყველა ფუნგიციდთან, ინსექტიციდთან, ჰერბიციდთან, ზრდის რეგულატორებთან და ფოთლოვანი კვების საშუალებებთანუცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე.

ტოქსიკურობა: 

მისი წარმოება ხდება ნატურალური კომპონენტებისაგან, ამიტომაც უსაფრთხოა ცხოველური ორგანიზმებისათვის, არ არღვევს მცენარეთა ფიზიოლოგიას

უსაფრთხოების წესები: 

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულიპესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით

შენახვის პირობები: 

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.  პრეპარატი ინახება 2  წელი, შესაბამისი წესების დაცვით

პირველადი დახმარება: 

შესუნთქვისას: დაზარალებული აიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს

მყიდველთა საყურადღებოდ: 

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სტატიის ავტორი , 2020-04-09