სუაპი

 

სუაპი ორგანული სასუქი-ინდუქტორი კონტაქტური ინსექტიციდური და კონტაკტური ფუნგიციდური მოქმედებით.

ვაზი - ყურძნის ჭია, ტკიპა;

ხეხილი - ბუგრები, წითელი ტკიპა, ფსილა, ნაყოფჭამია;

ბოსტნეული - რწყილი, ტკიპა, თეთრი პეპელა, კოლორადოს ხოჭო, მავთულა ჭია, ჩრჩილი;

ციტრუსი - ბუგრი, წითელი ტკიპა;

კენკროვანი, საფურაჟე და დეკორატიული მცენარეები - ბუგრები.

შედგება უმაღლესი ცხიმოვანი მჟავეების ხსნადი მარილებისგან, მავნებლებზე მოქმებებს სასუნთქი გზების დახშობისა  და კანის გარსის დაზიანების გზით.  სოკოებსაც ებრძვის   კანის,ქიტინის დაზიანების გზით, აღწევს მასში ბიოქიმიური პროცესების დარღვევას, მიცელის ზრდის შეფერხებას,  რაც იწვევს მგრძნობიარე სოკოების სპორების და მიცელიის სრულ განადგურებას.  არ არსებობს საშიშროება, რომ  მის მიმართ ჩამოყალიბდეს შეგუადობა  ხშირი გამოყენების შემთხვევაშიც  კი.ეფექტურია   თუ იგი პროფილაქტიკურად გამოიყენება.   მუშაობს დაბალ ტემპერატურაზეც. მაღალი ეფექტურობის მისაღწევად იგი  უნდა იქნას გამოყენებული სოკოების    საწინააღმდეგოდ გლას-ისთან,  პიროქს-იდთან, ,პოტას-ისთან და სპილენძთან  ერთად.არ შეიძლება მისი გამოყენება ალსულფ-თან, აცეტიკ-თან, გოგირდთან  ერთად.   არ ტოვებს ნარჩენებს მცენარეში და აბსოლუტურად არატოქსიკურია, რაც საშუალებას იძლევა  მოვიხმაროთ მოსავლის აღებამდე ცოტა ხნით ადრეც.

დოზირება 2,5 მლ/1ლ

სტატიის ავტორი a, 2020-04-09