კოლორინგი

 

კულტურა:ალუბალი, ატამი, ბადრიჯანი, ბალი, ბოლოკი, ბროკოლი, გარგარი, გოგრა, გრეიფრუტი, ვაშლი, თეთრთავიანი კომბოსტო, თხილი, იონჯა, ისპანახი, კაკალი, კამა, კარტოფილი, კიტრი, ლიმონი, ლობიო, მანდარინი, მარწყვი, მზესუმზირა, მსხალი, მწვანე ხახვი, ნესვი, ნიახური, ნიორი, ნუში, ოხრახუში, პომიდორი, პრასი, რეჰანი, რუკოლა, საზამთრო, სალათა, სიმინდი, სოიო, სოკო, სტაფილო, ტკბილი წიწაკა, ფორთოხალი, ქერი, ქინძი, ქლიავი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყურძენი, შაქრის ჭარხალი, შვრია, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, ჭარხალი, ჭვავი, ხახვი, ხორბალი

მოქმედი ნივთიერება: უმაღლესი მცენარეების  ექსტრაქტი

პრეპარატული ფორმა:სითხე

მწარმოებელი:შპს სანათური ორგანიკ“ საქართველო

 

 

კოლორინგი – თხევადი სასუქი შედგება ბიოპოლიმერების, კარბოჰიდრატების,  და უმაღლესი მცენარეების  ექსტრაქტებისაგან, რომლებიც  ხელს უწყობს ნაყოფის ხარისხობრივი პარამეტრების,(გემო,ფერი,ზომა) გაუმჯობესებას

ნაყოფის ნაადრევი ცვენის შეჩერებას,

ადრეული ყვავილობის გადაწევას;

მოქმედების მექანიზმი: 

       ბიომოლეკულები:  

 

ნაყოფის ზომის გაზრდის, შეფერილობისა და გემოვნური თვისებების გაუმჯობესების ბიოსტიმულატორი „კოლორინგი“ არ შეიცავს სინთეტიკურ ჰორმონებს.

ზრდის ნაყოფის ზომას უჯრედების დაყოფის სტიმულირების ხარჯზე, ხელს უწყობს უფრო ადრეული პროდუქციის მიღებას, ამაღლებს მცენარის უნარს უფრო ადრეულ ასაკში მოგვცეს ნაყოფი, ზრდის პროდუქციის საგემოვნო თვისებებს, ათანაბრებს ნაყოფთა ზომას, ნაყოფს ხდის ერთნაირად მსხვილს.

ინოვაციური პრეპარატი მზადდება მცენარეული ნადლეულისაგან და შედგება:

ნუკლეოტიდებისაგან და სხვა ბიოაქტიურ კარბოჰიდრატებისაგან რომლებიც ასტიმულირებს უჯრედების დაყოფას, ააქტიურებს ყველაზე მნიშვნელოვან მეტაბოლურ რეაქციებს და ამით საშუალებას აძლევს უჯრედს უფრო ადვილად გადაიტანოს სხვადასხვა სახის სტრესები;

 საკმაოდ ხშირად მოსავლიანობის გაზრდის მიზნით ზრდიან შედარებით იაფფასიანი აზოტოვანი სასუქების შეტანის ნორმებს (კალიუმიან და ფოსფორიან სასუქებთან შედარებით), რაც იწვევს უჯრედების ზომის და არა მათი რაოდენობის ზრდას. ამასთან იზრდება მათი დაწყლიანება, უჯრედების კედლები თხელდება, რაც იწვევს საგემოვნო თვისებების დაკარგვას, იმუნიტეტის დაქვეითებას, ნაყოფის შენახვადობისა და ტრანსპორტაბელურობის გაუარესებას.

 პრეპარატი „კოლორინგ“-თი დამუშავებები საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ნაყოფის ზომები ბუნებრივად ისე, რომ არ შევამციროთ საგემოვნო  და ტექნოლოგიური თვისებები. პრეპარატი ასტიმულირებს უჯრედების დაყოფის სიჩქარის ზრდას, ახალი უჯრედების გაჩენას ნასკვის წარმოქმნის შემდგომ და ნაყოფის აქტიური ზრდის პერიოდში, რაც იწვევს უჯრედების რაოდენობისა  და შესაბამისად ნაყოფის ზომის ზრდას.

მიზეზები, რის გამოც არ წითლდება ტომატი ან წიწაკა,  არ მწიფდება ყურძენი ან ვაშლი, საკმარისად ბევრია და ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია. პრაქტიკაში ეს შეიძლება იყოს ჯიშის ან ჰიბრიდის თავისებურებები, კლიმატური ფაქტორები, გადაჭარბებული აზოტოვანი კვება დაბალანსებული აზოტ-ფოსფორ-კალიუმიანი კვების მაგივრად.

სტიმულატორი „კოლორინგის“-ს განმასხვავებელი თავისებურებებია: შეფერილობის გაძლიერება  (ნაყოფისა და ყვავილის); შენახვადობისა და ტრანსპორტაბელურობის გაზრდა; ნაყოფში შაქრის კონცენტრაციის ზრდა (Brix);  ნაყოფის ქსოვილთა სტრუქტურის გამყარება; მშრალი ნივთიერებებისა და C ვიტამინის შემცველობის ზრდა; უფრო ადრეული მოსავლის მიღება. პრეპარატში შემავალი ნივთიერებები ააქტიურებს პიგმენტების, ხსნადი შაქრებისა და პექტინების ბიოსინთეზს. სტრესულ სიტუაციებში (დაბალი ტემპერატურები, გვალვა, მაღალი ტენიანობა) პრეპარატით დამუშავება ხელს უწყობს პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებას.  გამოიყენება ნაყოფის გაზრდის დასკვნით სტადიაზე .

 

რატომ ცვივა  ნაყოფი ხიდან - ბევრი მებაღისათვის მტკივნეული საკითხია. ამ ბუნებრივ მოვლენას აქვს ბევრი საფუძველი.

 ადრეული ცვენის მიზეზებია:

  1. კალიუმის ნაკლებობა. ამ ელემენტის მიმართ ეს ხე ძალზე მგძნობიარეა. სწორედ ამიტომ აუცილებელია მის კალიუმიანი პრეპარატებით კვება. ეს ქმედება არა მარტო დაგვეხმარება ადრეული ცვენის თავიდან აცილებაში, არამედ საშუალებას მოგვცემს უკეთესად გადავიტანოთ ზამთარი.
  2. ყვავილების არასაკმარისი დამტვერვა. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელმაც ძალზე ხშირად შეიძლება გამოიწვიოს დაუმწიფებელი ვაშლის ცვენა. რა უნდა ვქნათ? ბაღის გაშენებისას უნდა გვახსოვდეს, რომ ვაშლი არის ჯვარედინადდამტვერვადი კულტურა და მისი კარგი ზრდისათვის აუცილებელია მეზობლების დამტვერვა.
  3. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ვაშლს სტუმრობდეს ისეთი სასარგებლო მწერები, როგორიცა პეპელა, კელა, ფუტკარი და სხვა. ისინი იკვებებიან ნექტარით და პარალელურად მცენარისათვის მოაქვთ სარგებლობა. ამიტომ ბაღის შესხურებისას  უნდა ფრთხილად მოვეპყროთ მის პროდუქტიულ ბინადართ.ამასთან ყვავილობის ფაზაში შეგვიძლია გამოვიყენოთ გამონასკვის მასტიმულირებელი პრეპარატი „ სი“.  
  4. ხის ასაკი. ზრდის პროცესები ნელდება და ხეს უბრალოდ აღარ შეუძლია ყველა წარმოქმნილი ნაყოფის გამოკვება. სწორედ ამიტომ ვაშლი ცვივა ხეებიდან და ვერ მწიფდება სასურველ მდგომარეობამდე. ასეთ პრობლემას რომ არ შევეჩეხოთ, აუცილებელია სწორად მოვუაროთ და გავსხლათ ტოტები. 
  5. წყლის ნაკლებობა ან სიჭარბე. მცირედი რწყვისას უწყლოდ პირველ რიგში რჩება ნაყოფი. ხე მიზნმიმართულად უწყვეტს მათ კვებას, რათა გამოკვებოს ფოთლები. ერთადერთი, რისი საშუალებაც რჩება ვაშლის ხეს, რათა გადარჩეს, ზედმეტი ნაყოფის ჩამოყრაა. ზედმეტი ტენის არსებობისას, ზიანდება ფესვები, ისინი განიცდიან ჟანგბადის ნაკლებობას და არ შეუძლიათ აუცილებელი ნივთიერებებით მომარაგება.  
  6. მსხვილი ნაყოფი. ხდება, რომ ნაყოფების დამწიფება მიმდინარეობს არათანაბრად, ანუ 50%-მა დააგროვა წონა და ცვივა, ხოლო დანარჩენები ტოტებზე რჩება ჯერ კიდევ პატარა და მოუმწიფებელი. ეს ნიშნავს, რომ ხეს არ ყოფნის ძალები გამოკვებოს ყველა წარმოქმნილი ნაყოფი. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ზრდის მასტიმულირებელი პრეპარატები.  
  7. არასწორი მოვლა. ძალზე ხშირად გამოუცდელი მებაღეები ხის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გაძლიერებულად ხმარობენ სასუქს, თუმცა ეს ქმედება ძალზე უარყოფითად მოქმედებს მცენარის ცხოველქმედებაზე. მაგალითად, აზოტოვანი სასუქების სიჭარბე აძლიერებს ზრდას, მაგრამ ანელებს ყვავილის კვირტების ჩამოყალიბებას. როგორც შედეგი, ხეს მოგვიანებით გამოაქვს ნაყოფი და ირღვევა ვეგეტაციის მთელი პროცესი.   

რატომ ცვივა ვაშლი და მსხალი ივნისა და ივლისში? ივნისში ეს მოვლენა მიუთითებს იმას, რომ  ხე ემზადება ვეგეტაციის პერიოდისათვის და ყრის ზედმეტ ნაყოფს, რომელთა ნორმალურად გამოკვებაც მას უბრალოდ არ შეუძლია.  ამგვარად ის იმსუბუქებს საქმეს და ათავისუფლებს ზროს ზედმეტი დატვირთვისაგან.  ძირნაყარი ნაყოფი ცუდად ინახებააქვს არასასაქონლო შესახედაობა. ზოგჯერ ამ მიზეზით იკარგება მოსავლის დიდი ნაწილი.

ამ პერიოდში ვარჯის დამუშავება აუქსინის შემცველი პრეპარატით, საგრძნობლად ამცირებს დანაკარგს. კოლორინგი“ მცენარუული ნედლეულიდან გამოყოფილი აუქსინების დიდი შემადგენლობით გამოირჩევა და ახასიეთებს ნაყოფის ნაადრევად ცვენის შეჩერები უნარი.სასუქის შემადგენლობაშია კარბოჰიდრატების მდიდარი შემადგენლობა რაც მცენარეს ამ დროს დამატებითი ენერგიის წყაროდ ევლინება.

აუქსინის ფიტოჰორმონები :

აუქსინებს იყენებენ ბაყოფწარმოქმნის სასტიმულაციოდ და უთესლო ნაყოფის მისაღებად. ყველაზე ხშირად მას ამ მიზნით იყენებენ პამიდვრის, კიტრის, ბადრიჯნისა და ზოგიერთი სხვა კულტურების მოყვანისას სათბურებში, თუმცა შესაძლებელია ამ მეთოდის გამოყენება ღია გრუნტის პირობებშიც, განსაკუთრებით ამინდის არახელსაყრელ პირობებში. 

ბევრ ხეხილს (პირველ რიგში ვაშლისა და მსხლის ხეენს) ეწყება ნაყოფის ნაადრევი ცვენა. ძირნაყარი ნაყოფი ცუდად ინახება,  აქვს არასასაქონლო შესახედაობა. ზოგჯერ ამ მიზეზით იკარგება მოსავლის დიდი ნაწილი. ამ პერიოდში ვარჯის დამუშავება აუქსინშემცველი პრეპარატით საგრძნობლად ამცირებს დანაკარგს. პრეპარატის მოქმედება ნარჩუნდება დამუშავების დღიდან 2 კვირის განმავლობაში. მცენარეთა დამუშავება სანათური ბიო-თი   აგრეთვე ასუსტებს სუსხის უარყოფით გავლენას დასამწიფებელ მოსავალზე.  ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე პერიოდულად იჩენს თავს გაზაფხულის სუსხი, რაც ბაღებს აყენებს მნიშვნელოვან ზარალს. იმისათვის, რომ არ მოხდეს აყვავებული ხეხილის დაზიანება სუსხის მიერ, უტარებენ შებოლვას, იყენებენ ლოკალურ გათბობას. მაგრამ ბრძოლის ეს მეთოდები ყოველთვის არ არის ეფექტიანი. კოლორინგი შეიძლება გამოდგეს ასეთ სიტუაციებშიც. ხეების შესხურება   პრეპარატით    შემოდგომაზე ყლორტების ზრდის დასრულებისა და სანაყოფე კვირტების ჩაყრის პერიოდში აფერხებს შემდეგი წლის გაზაფხულზე ყვავილობის პერიოდის დადგომას ვაშლისა და მსხლის ხეებისათვის 5-7 დღით, გარგარისა და ატმისათვის - 10 დღით. ამასთან ეს ხერხი აჩქარებს ნაყოფის დამწიფებას რამდენიმე დღით დამუშავების წელში

პრეპარატ კოლორინგ-ის გამოყენების რეკომენდებული ნორმები

 

 

კულტურის დასახელება

თესლის თესვისწინა დამუშავება

მცენარეთა დასხურება

გამოყენების ნორმები

დამუშავების პერიოდი

საშემოდგომო ხორბალი, საგაზაფხულო ხორბალი, შვრია

 

         0,2-0,4 ლ/ჰა

 მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება

პარკოსნები

 

             0,2-0,4 ლ/ჰა

    

 მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება

სიმინდი

 

             0,2-0,4 ლ/ჰა

 

 

 

 მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება

მზესუმზირა

 

          0,2-0,4 ლ/ჰა

 

 

მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება

ჭარხალი: სუფრის, შაქრის, საკვები

 

 

         0,2-0,4 ლ/ჰა

 

მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება

რაფსი

 

         0,2-0,4 ლ/ჰა

 

 

 

 

მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება

ბოსტნეული

 

         0,2-0,4 ლ/ჰა

 

 მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება

ვაზი, კენკროვანი კულტურები

 

         0,2-0,4 ლ/ჰა

 

ვეგეტაციის განმავლობაში

ხეხილი

 

         0,2-0,4 ლ/ჰა

 

ვეგეტაციის განმავლობაში

პრეპარატის მახასიათებლები:

  • ზრდის მცენარეში შაქრიანობას;
  • ასტიმულირებს  ნაყოფის შეფერილობის პროცესს;
  • ზრდის ნაყოფის სიმკვრივეს;
  • უმატებს  ნაყოფის ზომას;

-ზრდის მოსავლის შენახვადობას;


თავსებადობა სხვა პრეპარატებთან

თავსებადია ავზურ ნაზავებში ყველა ფუნგიციდთან, ინსექტიციდთან, ჰერბიციდთან, ზრდის რეგულატორებთან და ფოთლოვანი კვების საშუალებებთანუცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე.

ტოქსიკურობა: 

მისი წარმოება ხდება ნატურალური კომპონენტებისაგან, ამიტომაც უსაფრთხოა ცხოველური ორგანიზმებისათვის, არ არღვევს მცენარეთა ფიზიოლოგიას

უსაფრთხოების წესები: 

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულიპესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით

შენახვის პირობები: 

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.  პრეპარატი ინახება 2  წელი, შესაბამისი წესების დაცვით

პირველადი დახმარება: 

შესუნთქვისას: დაზარალებული აიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს

მყიდველთა საყურადღებოდ: 

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სტატიის ავტორი a, 2020-04-09