დეუ

 

კულტურა:ალუბალი, ატამი, ბადრიჯანი, ბალი, ბოლოკი, ბროკოლი, გარგარი, გოგრა, გრეიფრუტი, ვაშლი, თეთრთავიანი კომბოსტო, თხილი, იონჯა, ისპანახი, კაკალი, კამა, კარტოფილი, კიტრი, ლიმონი, ლობიო, მანდარინი, მარწყვი, მზესუმზირა, მსხალი, მწვანე ხახვი, ნესვი, ნიახური, ნიორი, ნუში, ოხრახუში, პომიდორი, პრასი, რეჰანი, რუკოლა, საზამთრო, სალათა, სიმინდი, სოიო, სოკო, სტაფილო, ტკბილი წიწაკა, ფორთოხალი, ქერი, ქინძი, ქლიავი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყურძენი, შაქრის ჭარხალი, შვრია, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, ჭარხალი, ჭვავი, ხახვი, ხორბალი

მოქმედი ნივთიერება: პოლისაქარიდული ბიოპოლიმერი,სილიციუმი.

პრეპარატული ფორმა:სითხე

მწარმოებელი:შპს სანათურ ორგანიკ საქართველო

დეუნატურალური ანტიტრანსპირანტი , შექმნილია იმისათვის, რომ დაიცვას მცენარე მაღალი ტემპერატურისა და გვალვის პირობებში, აგრეთვე გადარგვის შემდგომი სტრესის ასაცილებლად.
მოქმედების მექანიზმი:

 პოლისაქარიდული ბიოპოლიმერით მცენარეთა დამუშავების შემდეგ ბუნებრივი ბიოპოლიმერი წარმოქმნის თხელ გამჭვირვალე ფენას დამუშავებულ ზედაპირზე. ეს ფენა აფსკის მაგვარია და ამცირებს მცენარეთა მიერ ტენის კარგვას, ამასთანავე არ ხურავს ბაგეებს და ხელს არ უშლის მცენარეთა ნორმალურ სუნთქვას.ბიოპოლიმერის მიერ წარმოქმნილი დამცავი ფენა აგრეთვე წარმოადგენს ულტრაიისფერ „ფარს“, რომელიც მცენარეს იცავს მზის ინტენსიური გამოსხივებით გამოწვეული შესაძლო დაზიანებებისაგან.

სილიციუმს აქვს უნარი, შეამციროს ტრანსპირაცია და შეცვალოს მცენარის ფოთლების დახრის კუთხე, რაც უზრუნველყოფს ტენის აორთქლების ნაკლებ დონეს და ზრდის მცენარის ანტიოქსიდანტური დაცვის შესაძლებლობებს.

 ცნობილია, რომ მცენარეში არსებული სილიციუმის 20-30% შეიძლება მონაწილეობდეს წყლის შიდა რეზერვის შენარჩუნების პროცესში, და ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც მცენარეებს აძლევს წყლის მწვავე ნაკლებობის პირობებში გადარჩენის საშუალებას.

პრეპარატ დეუ გამოყენების რეკომენდებული ნორმები

 

 

კულტურის დასახელება

თესლის თესვისწინა დამუშავება

მცენარეთა დასხურება

გამოყენების ნორმები

დამუშავების პერიოდი

საშემოდგომო ხორბალი, საგაზაფხულო ხორბალი, შვრია

 

0,1-0,15 ლ/ჰა

წყალი 200 ლ-მდე

მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება

პარკოსნები

 

0,1-0,15 /ჰა,

წყალი 200 ლ-მდე

მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება

სიმინდი

 

 0,1-0,15 /ჰა,

წყალი 200 ლ-მდე

მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება

მზესუმზირა

 

 0,1-0,15 /ჰა,

წყალი 200 ლ-მდე

მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება

ჭარხალი: სუფრის, შაქრის, საკვები

 

 

0,1-0,2 /ჰა,

წყალი 300 ლ-მდე

მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება

რაფსი (პარკების დაცვა დახეთქვისაგან)

 

1,0-1,2 /ჰა,

წყალი 200 ლ-მდე

 

პარკების დამწიფების ფაზა

ბოსტნეული

 

100 მლ/ჰა

2-4 ფოთლის ფაზა

ვაზი, კენკროვანი კულტურები

 

0,1-0,2 ლ პრეპარატი 300 ლ წყალში /ჰა

ვეგეტაციის განმავლობაში

ხეხილი

 

0,1-0,4 ლ პრეპარატი 600 ლ წყალში /ჰა

ვეგეტაციის განმავლობაში

 

პრეპარატის მახასიათებლები: 

ნატურალური  ანტიტრანსპირანტი. „ დეუ“ ზრდის ბოსტნეულის ჩითილების, ყვავილების, ნერგების გადარჩენადობას, მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს, ეხმარება მშრალი ქარებისა და გვალვის გადატანაში, ნაყოფს იცავს დასკდომისა და მზით დამწვრობისაგან. საშუალებას იძლევა, შენარჩუნდეს კენკრის, ხილისა და ბოსტნეულის სასაქონლო სახე ტრანსპორტირებისა და შენახვისას, საგრძნობლად ამცირებს ტენის იმ დანაკარგებს, რომლებსაც თავად მცენარეები ვერ აკონტროლებენ, და ამგვარად მათ უნარჩუნებს ტენის ფიზიოლოგიურ დონეს, აძლიერებს მცენარეთა ზრდას და მათ იცავს ვეგეტაციის სტრესულ პერიოდში. „ დეუ“-ს წარმოქმნილი ფენა არ იგრძნობა შეხებით, გემოთი და შეუძლებელია მისი მოცილება მცენარეთა ზედაპირიდან - სისქე შეადგენს რამდენიმე მოლეკულას. „ დეუ“-თი დამუშავებული კენკრა, ხილი და ბოსტნეული საკვებად შეიძლება გამოვიყენოთ მეორე დღესვე, ვინაიდან ის 100%-ით შედგება ნატურალური კომპონენტებისაგან. „ დეუ“ აგრეთვე არის „ულტრაიისფერი ფარი“ - ეს თვისება საშუალებას აძლევს, მცენარეები და ნაყოფი დაიცვას მზით დამწვრობისაგან.

 


უპირატესობები:

 

„ დეუ“-თი დამუშავებული ჩითილებისა და ნერგების ჩინებული გახარებადობა გადარგვისას - იძლევა მცენარეთა ზრდის მაღალ პოტენციალს;

მოსავლის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებელთა ზრდა;

არ მოითხოვს შესატანად სპეციალურ ტექნიკას;

უსაფრთხოა ადამიანებისა და გარემოსათვის (ტოქსიკურობის IV კლასი);

კენკრის, ხილის, ბოსტნეულის უფრო ადრეული დამწიფება, გემოვნებითი თვისებების გაუმჯობესება;

ნაყოფის დაცვა დასკდომისა და მზით დამწვრობისაგან;

აღებული მოსავლის გაუმჯობესებული ტრანსპორტაბელობა და შენახვის ვადები.

 

 „ დეუ“-თი დამუშავება გადარგვამდე ან მის შემდეგ მცენარეებს მისცემს ტენის დაკარგვის მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას, სანამ ფესვთა სისტემა არ ამოქმედდება და არ აღდგება წვრილი ფესვები. ამგვარი დამუშავება მცენარეებს საშუალებას აძლევს, გაცილებით უფრო სწრაფად აღდგეს და გააგრძელოს განვითარება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბალახოვან მცენარეთა შემთხვევაში მეტი მოსავლის მისაღებად.

ნერგების შემთხვევაში „ დეუ“-თი დამუშავება საშუალებას იძლევა, სანერგეებში მივიღოთ უფრო სწრაფად და უფრო განვითარებული მცენარეები ანდა უფრო სწრაფად მივიყვანოთ ხეები მსხმოიარობამდე ბაღის „რემონტისას“. „სანათური დეუ“-თი დამუშავებულ მცენარეებს გადარგვისას აქვთ მეტი პოტენციალი მთელი სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში. ზრდაგადაცილებული ჩითილების შემთხვევაშიც კი, რომლებიც უკვე ყვავის, „ დეუ“ იძლევა შესანიშნავ ეფექტს და მცენარეებს საშუალებას აძლევს, არ დაკარგონ ტურგორი და არ გადატყდნენ.

იმ პირობებში, როდესაც ამინდის ფაქტორები არ იძლევა ღია გრუნტში ჩითილების დროულად ჩარგვის საშუალებას, „ დეუ“-ს გამოყენება არის გახარებადობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ჩინებული მეთოდი.

წვეთოვანი მორწყვა არ არის პანაცეა, როდესაც მცენარე ვერ შთანთქავს ტენს გადარგვის შემდეგ ანდა მას ხარჯავს ძალიან ბევრს და ვერ აკონტროლებს ამ პროცესს. „ დეუ“ მოქმედებს სწორედ ტენის უკონტროლო კარგვის მიზეზებზე. მეტად მაღალი ტემპერატურისა და ჰაერის დაბალი ტენიანობის პირობებში მცენარეები კარგავენ იმდენ ტენს, რომ მორწყვა ამ პრობლემას ვერ წყვეტს.

როდესაც მცენარე დაკარგავს განსაზღვრული რაოდენობით წყალს, ის იძულებულია დახუროს ბაგეები, რაც იწვევს არა მხოლოდ ტენის აორთქლების შემცირებას, არამედ აირთა ცვლის ინტენსივობის შემცირებასაც, რაც თავის მხრივ ნეგატიურად აისახება ფოტოსინთეზის სიჩქარეზე და მოსავლის ჩამოყალიბებაზე. „ დეუ“ მცენარეებს საშუალებას აძლევს, ბაგეები ღია ჰქონდეთ ძალიან ცხელ პირობებშიც კი.

„ დეუ“-ს დიდი პლუსი არის ის, რომ მისი აფსკი არის ულტრაიისფერი ფარი, რომელიც ფილტრავს ულტრაიისფერს, მცენარესა და ნაყოფს იცავს მზით დამწვრობისაგან, იცავს მცენარეთა ეპიდერმისს.იმის წყალობით, რომ „ დეუ“ ამცირებს ტენის დანაკარგს, მცენარეებს აქვს მეტი პოტენციალი უკეთესი ხარისხის მეტი მოსავლის ჩამოსაყალიბებლად. ვინაიდან „ დეუ“-ს აფსკი ამცირებს ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობას, ეს ნაყოფს საშუალებას აძლევს, მიიღოს უფრო ინტენსიური შეფერილობა. „ დეუ“-თი დამუშავებულ ნაყოფს აქვს უკეთესი გემო და უფრო წვნიანია.

„ დეუ“-ს ზემოქმედებით ნაყოფი მწიფდება რამდენიმე დღით ადრე, რაც საშუალებას იძლევა, ბაზარზე გავიდეთ კონკურენტებზე ადრე, ხოლო ადრეულ მოსავალს ყიდულობენ უფრო მაღალ ფასად.  დეუ“-თი დამუშავებული ტექნიკური ყურძნის მარცვლებს აქვს უფრო ინტენსიური „რუჯი“, რაც მოწმობს შაქრის უფრო მაღალ შემცველობას. ღვინომასალა გამოდის უფრო მაღალი ხარისხისა და საბოლოო პროდუქტს აქვს უფრო მაღალი სადეგუსტაციო შეფასება.

„ დეუ“-თი დამუშავებული ნაყოფის კანი ხდება უფრო მტკიცე, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს მის ტრანსპორტაბელურობას. „„ დეუ“ აფსკის წყალობით ნაყოფი უფრო დიდხანს ინახება და ინარჩუნებს თავის სასაქონლო კონდიციას. წონის დანაკარგი „ დეუ“-თი დამუშავებული ნაყოფის შენახვისას გაცილებით დაბალია. თუ დამუშავებისას დავტოვებთ მცირე ნაწილს საკონტროლოდ, განსხვავება ჩანს შეუიარაღებელი თვალით.

ესაა პრეპარატი ბიოლოგიური წარმოშობის მაღალეფექტიანი ნაერთების ბაზაზე, რომლებიც სრულად იშლება ნიადაგის სხვადასხვა ტიპების ბუნებრივი მიკრობული კომპლექსების მიერ 50-70 დღის განმავლობაში. არ აბინძურებს გარემოს. შესაძლებელია ერთობლივი გამოყენება ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის პრეპარატებთან ერთად.



თავსებადობა სხვა პრეპარატებთან

თავსებადია ავზურ ნაზავებში ყველა ფუნგიციდთან, ინსექტიციდთან, ჰერბიციდთან, ზრდის რეგულატორებთან და ფოთლოვანი კვების საშუალებებთანუცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე.

ტოქსიკურობა: 

მისი წარმოება ხდება ნატურალური კომპონენტებისაგან, ამიტომაც უსაფრთხოა ცხოველური ორგანიზმებისათვის, არ არღვევს მცენარეთა ფიზიოლოგიას

უსაფრთხოების წესები: 

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულიპესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით

შენახვის პირობები: 

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.  პრეპარატი ინახება 2  წელი, შესაბამისი წესების დაცვით

პირველადი დახმარება: 

შესუნთქვისას: დაზარალებული აიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს

მყიდველთა საყურადღებოდ: 

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სტატიის ავტორი a, 2020-04-09