ბიო

 

კულტურა:ალუბალი, ატამი, ბადრიჯანი, ბალი, ბოლოკი, ბროკოლი, გარგარი, გოგრა, გრეიფრუტი, ვაშლი, თეთრთავიანი კომბოსტო, თხილი, იონჯა, ისპანახი, კაკალი, კამა, კარტოფილი, კიტრი, ლიმონი, ლობიო, მანდარინი, მარწყვი, მზესუმზირა, მსხალი, მწვანე ხახვი, ნესვი, ნიახური, ნიორი, ნუში, ოხრახუში, პომიდორი, პრასი, რეჰანი, რუკოლა, საზამთრო, სალათა, სიმინდი, სოიო, სოკო, სტაფილო, ტკბილი წიწაკა, ფორთოხალი, ქერი, ქინძი, ქლიავი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყურძენი, შაქრის ჭარხალი, შვრია, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, ჭარხალი, ჭვავი, ხახვი, ხორბალი

მოქმედი ნივთიერება: უმაღლესი მცენარეების  ექსტრაქტი

პრეპარატული ფორმა:სითხე

მწარმოებელი:შპს სანათური ორგანიკ“ საქართველო

 ბიო -თხევადი სასუქი შედგება უმაღლესი მცენარეების  ექსტრაქტებისაგან, რომლებიც უხვად შეიცავენ თესლის გაღვივადობისა და მცენარის ფესვთა სისტემის   მასტიმულირებელ      ბიომოლეკულებს,ბიოპოლიმერებს, კარბოჰიდრატებს, კოფაკტორებს. 


მოქმედების მექანიზმი: 

ბევრი მცენარისათვის ფესვების წარმოქმნის სტიმულირება ძალზე ძნელია, ხანდახან კი შეუძლებელია ფესვწარმოქმნის სტიმულატორების გარეშე.

ეს ნივთიერებები ასტიმულირებს სანამყენე კალამზე ფესვების წარმოქმნას, ხელს უწყობს უფრო ძლიერი ფესვთა სისტემის განვითარებას და მცენარის დარგვისას აუმჯობესებს შეგუებადობას. ასევე რეკომენდებულია მათი გამოყენება მცენარის რეანიმაციისათვის, რომელმაც დაკარგა ფესვთა სისტემის ნაწილი.

ფესვწარმოქმნის სტიმულატორები წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს (ფიტოჰორმონები), რომლებიც სინთეზირდება ყველა მცენარის მიერ.  მაგალითად, ინდოლილ-3-ძმარმჟავა და ნაფტილძმარმჟავა. დაფესვიანებისათვის იყენებენ მცენარეული ნედლეულის ექსტრაქტებს. ეს პრეპარატები ბუნებრივი ბიორეგულატორებია, ახდენს კომპლექსურ მასტიმულირებელ ზემოქმედებას და ამაღლებს მცენარეთა იმუნიტეტს.

 მცენარეებიდან გამოყოფილი ეს ნივთიერებები შედის პრეპარატ „ ბიოს“ შემადგენლობაში.  „ ბიო“-ს შემადგენლობაში, ფიტოჰორმონების გარდა, შედის ვიტამინები და სხვა დამხმარე ნივთიერებები, რომლებიც აძლიერებს მთავარი მოქმედი ნივთიერების ეფექტურობას.

 

სანამყენე კალმის,ჩითილების,ნერგების,თესლის დამუშავების ერთერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია პრეპარატის წყალხსნარში ჩალბობა  დოზა 5მლ 1 ლიტრ წყალში. კარგ შედეგს იძლევა ფერტიაცია ახლად გადარგულ მცენარებზე.

თუ რეკომენდებულია მცენარის მხოლოდ მშრალი მეთოდით გამრავლება, წინასწარი ჩალბობის გარეშე, მაშინ აუცილებელია ფუნჯის საშუალებით სანამყენე კალმის ქვედა ნაწილზე პრეპარატის მიფრქვევა. გარდა ამისა, შეიძლება დამოუკიდებლად დავამზადოთ გასაზრდელი პუდრი პრეპარატების წყალხსნარების საფუძველზე. ამისათვის აუცილებელია ფესვწარმომქმნელი ხსნარი შევურიოთ აქტივირებულ ნახშირს ან ტალკს, ხოლო შემდეგ გავაშროთ მიღებული ნარევი. სანამყენე კალამს  ამოავლებენ დამზადებულ პუდრში უშუალოდ გრუნტში დარგვის წინ.

პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებულია ნერგებისა და ჩითილების გადარგვის წინ და  გადარგვის შემდგომ დოზით 1მლ 1 ლიტრ წყალზე.

 

 ბიო  არის  ენერგეტიკული ნაკრები მცენარის ზრდის გასაძლიერებლად და მოსავლიანობის მოსამატებლად. გამოიყენება თესლისა და მცენარეთა ფესვგარე დამუშავებისათვის, აგრეთვე ფერტიგაციაში.

პოლისაქარიდები    არიან ბუნებრივი მახელატირებელი აგენტები, რაც მცენარეში აძლიერებს მინერალური ნივთიერებების ათვისების პროცესს. მათ მაღალი ანტისტრესული მახასიეთებელი გააჩნიათ ყინვის,სიცხისა და მლაშე ნიადაგის პირობებში.ისინი ასტიმულირებენ ფესვწარმოქმნას.

 ბეტაინი. ბეტაინის ერთ-ერთი ფუნქცია არის წყლის მიმართ უჯრედული მემბრანების განვლადობის გაზრდა, ფოტოსინთეზის პროცესის გააქტიურება, მცენარეების დახმარება ტოქსინების ზემოქმედებისაგან გათავისუფლებაში, ჩამოყალიბებული აბიოტიკური თუ ბიოტიკური სტრესების დაძლევაში

 

აუქსინები: ჩვენი ასწლეულის 20-30-იან წლებში დადგინდა მცენარეებში ზრდის ჰორმონების: ინდოლილ-3-ძმარმჟავისა და მისი წარმოებულების არსებობა. მათ მისცეს საერთო სახელწოდება „აუქსინი“. ინდოლილ-3-ძმარმჟავას ასევე ხშირად უწოდებენ ჰეტეროაუქსინს. მაშ ასე, აუქსინები აღმოჩენილი იქნა მცენარეთა ზრდის შესწავლისას, თუმცა მათი ფუნქციები გაცილებით მეტია. ისინი არის უჯრედთა გაყოფის, ზრდის, დიფერენცირების პროცესების მონაწილეები. ამასთან განსაკუთრებით აქტიურ გავლენას ახდენს ფესვწარმოქმნაზე და თესლის გაღიებაზე

ხისა და ბუჩქის ჯიშების გადარგვა მცენარეებისათვის არის საგრძნობი სტრესი. ეს განპირობებულია იმით, რომ ფესვების მნიშვნელოვანი ნაწილი ნერგის ამოთხრისას წყდება, განსაკუთრებით ზიანდება მათი შემწოვი დაბოლოებები. მცენარეთა შეგუებადობა ახალ ადგილზე დამოკიდებულია ფესვთა სისტემის აღდგენის სისწრაფეზე. სტრესული სიტუაციის მოხსნა შესაძლებელია , კერძოდ აუქსინშემცველი პრეპარატების გამოყენებისას. ახალ ადგილზე ამგვარი წესით დამუშავებული ხეების გახარება გაცილებით მაღალია

 

პრეპარატ  ბიო გამოყენების რეკომენდებული ნორმები

 

  

კულტურის დასახელება

თესლის თესვისწინა დამუშავება

მცენარეთა დასხურება

გამოყენების ნორმები

დამუშავების პერიოდი

საშემოდგომო ხორბალი, საგაზაფხულო ხორბალი, შვრია

0,3-0,5 ლ/ტ

წყალი 10 ლ-მდე

         2მლ/1ლ წყალში

თესლისა და მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება

პარკოსნები

0,5-1,0 /

წყალი 10 ლ-მდე

         2მლ/1ლ წყალში

თესლისა და მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება

სიმინდი

0,5-1,0 /

 

წყალი 10 ლ-მდე

          2მლ/1ლ წყალში

 

 

თესლისა და მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება

მზესუმზირა

0,1-0,15 /

წყალი 15 ლ-მდე

          2მლ/1ლ წყალში

 

თესლისა და მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება

ჭარხალი: სუფრის, შაქრის, საკვები

 

1-1,/

წყალი 10 ლ-მდე

 

2მლ/1ლ წყალში

თესლისა და მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება

რაფსი

 0,4-0,5 /

2მლ/1ლ წყალში

 

 

 

პარკების დამწიფების ფაზა

ბოსტნეული

10 მლ/კგ

2მლ/1ლ წყალში

2-4 ფოთლის ფაზა

ვაზი, კენკროვანი კულტურები

 

2მლ/1ლ წყალში

ვეგეტაციის განმავლობაში

ხეხილი

 

2მლ/1ლ წყალში

ვეგეტაციის განმავლობაში

 

პრეპარატის მახასიათებლები:

  • ზრდის თესლის გაღვივების ენერგიას;
  • ასტიმულირებს ფესვთა სისტემის აქტიურ ზრდას;
  • აკაჟებს ფესვთა სისტემას;

თავსებადობა სხვა პრეპარატებთან

თავსებადია ავზურ ნაზავებში ყველა ფუნგიციდთან, ინსექტიციდთან, ჰერბიციდთან, ზრდის რეგულატორებთან და ფოთლოვანი კვების საშუალებებთანუცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე.

ტოქსიკურობა: 

მისი წარმოება ხდება ნატურალური კომპონენტებისაგან, ამიტომაც უსაფრთხოა ცხოველური ორგანიზმებისათვის, არ არღვევს მცენარეთა ფიზიოლოგიას

უსაფრთხოების წესები: 

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულიპესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით

შენახვის პირობები: 

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.  პრეპარატი ინახება 2  წელი, შესაბამისი წესების დაცვით

პირველადი დახმარება: 

შესუნთქვისას: დაზარალებული აიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს

მყიდველთა საყურადღებოდ: 

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სტატიის ავტორი , 2020-04-09