ალსულფი   

 

ალსულფი ორგანული სასუქი-ინდუქტორი ფუნგიციდური მოქმედებით, შეიცავს ალუმინის მარილებს და სპეციალურად მომზადებულ მცენარეულ ექსტრაქტს.უპირატესობები:ეფექტურია სოკოვანი დაავადებების და ბაქტერიოზის საწინააღმდეგოდ.

ვაზი - ჭრაქი,სიდამპლე;

ხეხილი - შავი ლაქიანობა,ქეცი,სიხუჭუჭე;

ბოსტნეულიფიტოფტორა, სიდამპლე;

ციტრუსი - ლიმონის ნერგების ფიტოფტოროზი, ნაყოფის ნაცრისფერი სიდამპლე;

კენკროვანი და დეკორატიული მცენარეები - ნაცრისფერი სიდამპლე;

საფურაჟე მცენარეები - ფუზარიოზი.

 

მოქმედების მექანიზმი:

ალუმინის იონები იწვევს, სოკოვანი უჯრედების დაზიანებას, ახორციელება მათი ფერმენტების მოქმედების ინჰიბირებას, სუნთქვის პროცესების ჩაშლას და  არაპეციფიკური ცილის დენატურაციას, რაც ჯამში იწვევს სპორების და სოკოების ზრდის შეწყვეტას.ქმნის ფოთლის ზედაპირზე ალუმინის სულფატის და სამკურნალო მცენარეების დამცავ ფენას, რაც ხელს უშლის პათოგენების შეღწევას მცენარეში

განკუთვნილია პროფილაქტიკური მკურნალობაისათვის, რეკომენდებულია გამოყენებული იქნას  პათოგენური სპორების გამრევლებამდე. მკურნალობებს შორის ინტერვალი 8-14 დღეა, რაც დამოკიდებულია ამინდის პირობებზე და დაავადებების მიერ მცენარეების დაზიანების ხარისხზე. ასტიმულირებს  და  იწვევს სოკოვანი და ბაქტერიული შეტევებისადმი მცენარის წინააღმდეგობის გაზრდას.ალსულფი  მუშაობს დაბალ ტემპერატურაზე. ეფექტურობის გაზრდის მიზნით ალსულფი  უნდა იქნას გამოყენებული სოკოების   საწინააღმდეგოდ აცეტიკთან,პიროქს-ისთან,ლეცი-სთან,გოგირდთან ერთად. არ შეიძლება მისი გამოყენება პოტას-ისთან,გალას-ისთან და შაბიამანთან ერთად. ალსულფი არ ტოვებს ნარჩენებს მცენარეში და აბსოლუტურად არატოქსიკურია, რაც საშუალებას იძლევა  მოვიხმაროთ მოსავლის აღებამდე ცოტა ხნით ადრეც. არ დაასხათ ალსულფი  ყვავილობის პერიოდში ან ყვავილობის ბოლოს. გარდა ამისა, ის არ უნდა მოვიხმაროთ ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს  და მზის პირდაპირ შუქზე.

 დოზირება 2.5გრ/1ლ წყალზე

სტატიის ავტორი a, 2020-04-09