კოლორინგი
კოლორინგი   კულტურა:ალუბალი, ატამი, ბადრიჯანი, ბალი, ბოლოკი, ბროკოლი, გარგარი, გოგრა, გრეიფრუტი, ვაშლი, თეთრთავიანი კომბოსტო, თხილი, იონჯა, ისპანახი, კაკალი, კამა, კარტოფილი, კიტრი, ლიმონი, ლობიო, მანდარინი, მარწყვი, მზესუმზირა, მსხალი, მწვანე ხახვი, ნესვი, ნიახური, ნიორი, ნუში, ოხრახუში, პომიდორი, პრასი, რეჰანი, რუკოლა, საზამთრო, სალათა, სიმინდი, სოიო, სოკო, სტაფილო, ტკბილი წიწაკა, ფორთოხალი, ქერი, ქინძი, ქლიავი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყურძენი, შაქრის ჭარხალი, შვრია, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, ჭარხალი, ჭვავი, ხახვი, ხორბალი მოქმედი ნივთიერება: უმაღლესი მცენარეების  ექსტრაქტი პრეპარატული ფორმა:სითხე მწარმოებელი:“შპს სანათური ორგანიკ“ საქართველო     კოლორინგი – თხევადი სასუქი შედგება ბიოპოლიმერების, კარბოჰიდრატების,  და უმაღლესი მცენარეების  ექსტრაქტებისაგან, რომლებიც  ხელს უწყობს ნაყოფის ხარისხობრივი პარამეტრების,(გემო,ფერი,ზომა) გაუმჯობესებას ნაყოფის ნაადრევი ცვენის შეჩერებას, ადრეული ყვავილობის გადაწევას; მოქმედების მექანიზმი:         ბიომოლეკულები:     ნაყოფის ზომის გაზრდის, შეფერილობისა და გემოვნური თვისებების გაუმჯობესების ბიოსტიმულატორი „კოლორინგი“ არ შეიცავს სინთეტიკურ ჰორმონებს. ზრდის ნაყოფის ზომას უჯრედების დაყოფის სტიმულირების ხარჯზე, ხელს უწყობს უფრო ადრეული პროდუქციის მიღებას, ამაღლებს მცენარის უნარს უფრო ადრეულ ასაკში მოგვცეს ნაყოფი, ზრდის პროდუქციის საგემოვნო თვისებებს, ათანაბრებს ნაყოფთა ზომას, ნაყოფს ხდის ერთნაირად მსხვილს. ინოვაციური პრეპარატი მზადდება მცენარეული ნადლეულისაგან და შედგება: ნუკლეოტიდებისაგან და სხვა ბიოაქტიურ კარბოჰიდრატებისაგან რომლებიც ასტიმულირებს უჯრედების დაყოფას, ააქტიურებს ყველაზე მნიშვნელოვან მეტაბოლურ რეაქციებს და ამით საშუალებას აძლევს უჯრედს უფრო ადვილად გადაიტანოს სხვადასხვა სახის სტრესები;  საკმაოდ ხშირად მოსავლიანობის გაზრდის მიზნით ზრდიან შედარებით იაფფასიანი აზოტოვანი სასუქების შეტანის ნორმებს (კალიუმიან და ფოსფორიან სასუქებთან შედარებით), რაც იწვევს უჯრედების ზომის და არა მათი რაოდენობის ზრდას. ამასთან იზრდება მათი დაწყლიანება, უჯრედების კედლები თხელდება, რაც იწვევს საგემოვნო თვისებების დაკარგვას, იმუნიტეტის დაქვეითებას, ნაყოფის შენახვადობისა და ტრანსპორტაბელურობის გაუარესებას.  პრეპარატი „კოლორინგ“-თი დამუშავებები საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ნაყოფის ზომები ბუნებრივად ისე, რომ არ შევამციროთ საგემოვნო  და ტექნოლოგიური თვისებები. პრეპარატი ასტიმულირებს უჯრედების დაყოფის სიჩქარის ზრდას, ახალი უჯრედების გაჩენას ნასკვის წარმოქმნის შემდგომ და ნაყოფის აქტიური ზრდის პერიოდში, რაც იწვევს უჯრედების რაოდენობისა  და შესაბამისად ნაყოფის ზომის ზრდას. მიზეზები, რის გამოც არ წითლდება ტომატი ან წიწაკა,  არ მწიფდება ყურძენი ან ვაშლი, საკმარისად ბევრია და ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურია. პრაქტიკაში ეს შეიძლება იყოს ჯიშის ან ჰიბრიდის თავისებურებები, კლიმატური ფაქტორები, გადაჭარბებული აზოტოვანი კვება დაბალანსებული აზოტ-ფოსფორ-კალიუმიანი კვების მაგივრად. სტიმულატორი „კოლორინგის“-ს განმასხვავებელი თავისებურებებია: შეფერილობის გაძლიერება  (ნაყოფისა და ყვავილის); შენახვადობისა და ტრანსპორტაბელურობის გაზრდა; ნაყოფში შაქრის კონცენტრაციის ზრდა (Brix);  ნაყოფის ქსოვილთა სტრუქტურის გამყარება; მშრალი ნივთიერებებისა და C ვიტამინის შემცველობის ზრდა; უფრო ადრეული მოსავლის მიღება. პრეპარატში შემავალი ნივთიერებები ააქტიურებს პიგმენტების, ხსნადი შაქრებისა და პექტინების ბიოსინთეზს. სტრესულ სიტუაციებში (დაბალი ტემპერატურები, გვალვა, მაღალი ტენიანობა) პრეპარატით დამუშავება ხელს უწყობს პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებას.  გამოიყენება ნაყოფის გაზრდის დასკვნით სტადიაზე .   რატომ ცვივა  ნაყოფი ხიდან - ბევრი მებაღისათვის მტკივნეული საკითხია. ამ ბუნებრივ მოვლენას აქვს ბევრი საფუძველი.  ადრეული ცვენის მიზეზებია: კალიუმის ნაკლებობა. ამ ელემენტის მიმართ ეს ხე ძალზე მგძნობიარეა. სწორედ ამიტომ აუცილებელია მის კალიუმიანი პრეპარატებით კვება. ეს ქმედება არა მარტო დაგვეხმარება ადრეული ცვენის თავიდან აცილებაში, არამედ საშუალებას მოგვცემს უკეთესად გადავიტანოთ ზამთარი. ყვავილების არასაკმარისი დამტვერვა. ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელმაც ძალზე ხშირად შეიძლება გამოიწვიოს დაუმწიფებელი ვაშლის ცვენა. რა უნდა ვქნათ? ბაღის გაშენებისას უნდა გვახსოვდეს, რომ ვაშლი არის ჯვარედინადდამტვერვადი კულტურა და მისი კარგი ზრდისათვის აუცილებელია მეზობლების დამტვერვა. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ვაშლს სტუმრობდეს ისეთი სასარგებლო მწერები, როგორიცა პეპელა, კელა, ფუტკარი და სხვა. ისინი იკვებებიან ნექტარით და პარალელურად მცენარისათვის მოაქვთ სარგებლობა. ამიტომ ბაღის შესხურებისას  უნდა ფრთხილად მოვეპყროთ მის პროდუქტიულ ბინადართ.ამასთან ყვავილობის ფაზაში შეგვიძლია გამოვიყენოთ გამონასკვის მასტიმულირებელი პრეპარატი „ სი“.   ხის ასაკი. ზრდის პროცესები ნელდება და ხეს უბრალოდ აღარ შეუძლია ყველა წარმოქმნილი ნაყოფის გამოკვება. სწორედ ამიტომ ვაშლი ცვივა ხეებიდან და ვერ მწიფდება სასურველ მდგომარეობამდე. ასეთ პრობლემას რომ არ შევეჩეხოთ, აუცილებელია სწორად მოვუაროთ და გავსხლათ ტოტები.  წყლის ნაკლებობა ან სიჭარბე. მცირედი რწყვისას უწყლოდ პირველ რიგში რჩება ნაყოფი. ხე მიზნმიმართულად უწყვეტს მათ კვებას, რათა გამოკვებოს ფოთლები. ერთადერთი, რისი საშუალებაც რჩება ვაშლის ხეს, რათა გადარჩეს, ზედმეტი ნაყოფის ჩამოყრაა. ზედმეტი ტენის არსებობისას, ზიანდება ფესვები, ისინი განიცდიან ჟანგბადის ნაკლებობას და არ შეუძლიათ აუცილებელი ნივთიერებებით მომარაგება.   მსხვილი ნაყოფი. ხდება, რომ ნაყოფების დამწიფება მიმდინარეობს არათანაბრად, ანუ 50%-მა დააგროვა წონა და ცვივა, ხოლო დანარჩენები ტოტებზე რჩება ჯერ კიდევ პატარა და მოუმწიფებელი. ეს ნიშნავს, რომ ხეს არ ყოფნის ძალები გამოკვებოს ყველა წარმოქმნილი ნაყოფი. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ზრდის მასტიმულირებელი პრეპარატები.   არასწორი მოვლა. ძალზე ხშირად გამოუცდელი მებაღეები ხის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გაძლიერებულად ხმარობენ სასუქს, თუმცა ეს ქმედება ძალზე უარყოფითად მოქმედებს მცენარის ცხოველქმედებაზე. მაგალითად, აზოტოვანი სასუქების სიჭარბე აძლიერებს ზრდას, მაგრამ ანელებს ყვავილის კვირტების ჩამოყალიბებას. როგორც შედეგი, ხეს მოგვიანებით გამოაქვს ნაყოფი და ირღვევა ვეგეტაციის მთელი პროცესი.    რატომ ცვივა ვაშლი და მსხალი ივნისა და ივლისში? ივნისში ეს მოვლენა მიუთითებს იმას, რომ  ხე ემზადება ვეგეტაციის პერიოდისათვის და ყრის ზედმეტ ნაყოფს, რომელთა ნორმალურად გამოკვებაც მას უბრალოდ არ შეუძლია.  ამგვარად ის იმსუბუქებს საქმეს და ათავისუფლებს ზროს ზედმეტი დატვირთვისაგან.  ძირნაყარი ნაყოფი ცუდად ინახება,  აქვს არასასაქონლო შესახედაობა. ზოგჯერ ამ მიზეზით იკარგება მოსავლის დიდი ნაწილი. ამ პერიოდში ვარჯის დამუშავება აუქსინის შემცველი პრეპარატით, საგრძნობლად ამცირებს დანაკარგს. “კოლორინგი“ მცენარუული ნედლეულიდან გამოყოფილი აუქსინების დიდი შემადგენლობით გამოირჩევა და ახასიეთებს ნაყოფის ნაადრევად ცვენის შეჩერები უნარი.სასუქის შემადგენლობაშია კარბოჰიდრატების მდიდარი შემადგენლობა რაც მცენარეს ამ დროს დამატებითი ენერგიის წყაროდ ევლინება. აუქსინის ფიტოჰორმონები : აუქსინებს იყენებენ ბაყოფწარმოქმნის სასტიმულაციოდ და უთესლო ნაყოფის მისაღებად. ყველაზე ხშირად მას ამ მიზნით იყენებენ პამიდვრის, კიტრის, ბადრიჯნისა და ზოგიერთი სხვა კულტურების მოყვანისას სათბურებში, თუმცა შესაძლებელია ამ მეთოდის გამოყენება ღია გრუნტის პირობებშიც, განსაკუთრებით ამინდის არახელსაყრელ პირობებში.  ბევრ ხეხილს (პირველ რიგში ვაშლისა და მსხლის ხეენს) ეწყება ნაყოფის ნაადრევი ცვენა. ძირნაყარი ნაყოფი ცუდად ინახება,  აქვს არასასაქონლო შესახედაობა. ზოგჯერ ამ მიზეზით იკარგება მოსავლის დიდი ნაწილი. ამ პერიოდში ვარჯის დამუშავება აუქსინშემცველი პრეპარატით საგრძნობლად ამცირებს დანაკარგს. პრეპარატის მოქმედება ნარჩუნდება დამუშავების დღიდან 2 კვირის განმავლობაში. მცენარეთა დამუშავება სანათური ბიო-თი   აგრეთვე ასუსტებს სუსხის უარყოფით გავლენას დასამწიფებელ მოსავალზე.  ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე პერიოდულად იჩენს თავს გაზაფხულის სუსხი, რაც ბაღებს აყენებს მნიშვნელოვან ზარალს. იმისათვის, რომ არ მოხდეს აყვავებული ხეხილის დაზიანება სუსხის მიერ, უტარებენ შებოლვას, იყენებენ ლოკალურ გათბობას. მაგრამ ბრძოლის ეს მეთოდები ყოველთვის არ არის ეფექტიანი. კოლორინგი შეიძლება გამოდგეს ასეთ სიტუაციებშიც. ხეების შესხურება   პრეპარატით    შემოდგომაზე ყლორტების ზრდის დასრულებისა და სანაყოფე კვირტების ჩაყრის პერიოდში აფერხებს შემდეგი წლის გაზაფხულზე ყვავილობის პერიოდის დადგომას ვაშლისა და მსხლის ხეებისათვის 5-7 დღით, გარგარისა და ატმისათვის - 10 დღით. ამასთან ეს ხერხი აჩქარებს ნაყოფის დამწიფებას რამდენიმე დღით დამუშავების წელში.  პრეპარატ კოლორინგ-ის გამოყენების რეკომენდებული ნორმები     კულტურის დასახელება თესლის თესვისწინა დამუშავება მცენარეთა დასხურება გამოყენების ნორმები დამუშავების პერიოდი საშემოდგომო ხორბალი, საგაზაფხულო ხორბალი, შვრია            0,2-0,4 ლ/ჰა  მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება პარკოსნები                0,2-0,4 ლ/ჰა       მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება სიმინდი                0,2-0,4 ლ/ჰა        მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება მზესუმზირა             0,2-0,4 ლ/ჰა     მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება ჭარხალი: სუფრის, შაქრის, საკვები              0,2-0,4 ლ/ჰა   მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება რაფსი            0,2-0,4 ლ/ჰა         მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება ბოსტნეული            0,2-0,4 ლ/ჰა    მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება ვაზი, კენკროვანი კულტურები            0,2-0,4 ლ/ჰა   ვეგეტაციის განმავლობაში ხეხილი            0,2-0,4 ლ/ჰა   ვეგეტაციის განმავლობაში პრეპარატის მახასიათებლები: ზრდის მცენარეში შაქრიანობას; ასტიმულირებს  ნაყოფის შეფერილობის პროცესს; ზრდის ნაყოფის სიმკვრივეს; უმატებს  ნაყოფის ზომას; -ზრდის მოსავლის შენახვადობას; თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:  თავსებადია ავზურ ნაზავებში ყველა ფუნგიციდთან, ინსექტიციდთან, ჰერბიციდთან, ზრდის რეგულატორებთან და ფოთლოვანი კვების საშუალებებთან. უცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე. ტოქსიკურობა:  მისი წარმოება ხდება ნატურალური კომპონენტებისაგან, ამიტომაც უსაფრთხოა ცხოველური ორგანიზმებისათვის, არ არღვევს მცენარეთა ფიზიოლოგიას.  უსაფრთხოების წესები:  პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.  შენახვის პირობები:  შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.  პრეპარატი ინახება 2  წელი, შესაბამისი წესების დაცვით.  პირველადი დახმარება:  შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს. კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს. გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.  მყიდველთა საყურადღებოდ:  მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სტატიის ავტორი:

2020-04-09

მეტის ნახვა
 
ფაუერი
 ფაუერი   კულტურა:ალუბალი, ატამი, ბადრიჯანი, ბალი, ბოლოკი, ბროკოლი, გარგარი, გოგრა, გრეიფრუტი, ვაშლი, თეთრთავიანი კომბოსტო, თხილი, იონჯა, ისპანახი, კაკალი, კამა, კარტოფილი, კიტრი, ლიმონი, ლობიო, მანდარინი, მარწყვი, მზესუმზირა, მსხალი, მწვანე ხახვი, ნესვი, ნიახური, ნიორი, ნუში, ოხრახუში, პომიდორი, პრასი, რეჰანი, რუკოლა, საზამთრო, სალათა, სიმინდი, სოიო, სოკო, სტაფილო, ტკბილი წიწაკა, ფორთოხალი, ქერი, ქინძი, ქლიავი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყურძენი, შაქრის ჭარხალი, შვრია, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, ჭარხალი, ჭვავი, ხახვი, ხორბალი მოქმედი ნივთიერება:მრავალჯაჭვიანი პოლისაქარიდები პრეპარატული ფორმა:სითხე მწარმოებელი:შპს სანათურ საქართველო    ფაუერი – მულტიფუნქციონალური ნატურალური ადიუვანტი, შექმნილია იმისათვის, რომ დაიცვას და გაახანგრძლივოს სასუქების,ფუნგიციდებისა და პესტიციდების მოქმქდქბის ვადა და აამაღლოს ეფექტურობა. მოქმედების მექანიზმი:   ფაუერი  წარმოადგენს შესანიშნავ, ნატურალურ მიმწებებელ ნივთიერებას. მისი წყალობით, პრეპარატების დიდი რაოდენობა რჩება მცენარეზე შესხურების დროს, სამუშაო ხსნარი ერთგვაროვნად  ნაწილდება ნებისმიერი ტიპის (ცვილით დაფარული ან შებუსული) მცენარის ზედაპირზე. აღწევს ფორებსა და ვიწრო განშტოებებში. ის გამორიცხავს პრეპარატების ჩამორეცხვას მცენარის ზედაპირიდან მორწყვის და წვიმის შემთხვევაშიც კი.  არბილებს მცენარის ცვილოვან კუტიკულას ეს ეხმარება სისტემურ, კონტაქტურ პრეპარატებსა და ფოთლიდან გამოკვების საშუალებებს მარტივად შეაღწიონ მცენარის ქსოვილებში. გამოყენების რეკომენდებული ნორმები  გამოყენების ნორმაა 100- 200 მლ/ჰა. პრეპარატის მახასიათებლები:    1. აუმჯობესებს სამუშაო ხსნარის მიკრობას უნიკალური ადჰეზიური და რეოლოგიური თვისებების წყალობით.  თანაბრად ანაწილებს სამუშაო ხსნარს ფოთლის ზედაპირზე. პესტიციდის დატანების დროს ძირითადი „სატრანსპორტო“ საშუალება არის წყალი, რომელიც დადებით ტემპერატურაზე და ქარიან ამინდში აქტიურად ორთქლდება და მცენარეზე ტოვებს პესტიციდების მშრალ ნაკვალევს. ეს ნარჩენები ცუდად შთაინთქმება მცენარეთა, მავნებელთა და დაავადებების გამომწვევთა მიერ. პრეპარატის გამოყენება საშუალებას იძლევა, გახანგრძლივდეს პესტიციდებისა და კვების ელემენტების ეფექტიანი ზემოქმედების პერიოდი, გაუმჯობესდეს მცენარეში მათი გავრცელების თანაბრობა. ამცირებს ქარის მიერ წვეთების გადაფერთხვისა და ნალექებით სამუშაო ხსნარის ჩამორეცხვის ალბათობას, აუმჯობესებს მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და კვების ელემენტების შეტანის პირობებს, რაც იძლევა სამუშაო ხსნარში წყლის რაოდენობის შემცირების საშუალებას პრეპარატთა მოქმედების ეფექტის დაკარგვის გარეშე. მცენარეებზე თხელი მატარებელი აპკის ჩამოყალიბება თავიდან აგვაცილებს ფოთლებიდან წვიმის მიერ სამუშაო ხსნარის ჩამორეცხვას. ეს საშუალებას იძლევა, მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და კვების ელემენტების შეტანის სამუშაოები ჩატარდეს პროგნოზირებული ნალექების წინაც კი.    იძლევა მცენარეთა დაცვის ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების გამოყენების შემცირების შესაძლებლობას, იგი საშუალებას გვაძლევს, 20-30%-ით შემცირდეს პესტიციდების ხარჯვის ნორმები, ხოლო პესტიციდებით მცენარეთა დამუშავების ჯერადობა შემცირდეს ორზე მეტჯერ.     ეკოლოგიურად უსაფრთხოა. ესაა პრეპარატი ბიოლოგიური წარმოშობის მაღალეფექტიანი ნაერთების ბაზაზე, რომლებიც სრულად იშლება ნიადაგის სხვადასხვა ტიპების ბუნებრივი მიკრობული კომპლექსების მიერ 60-90 დღის განმავლობაში. არ აბინძურებს გარემოს. შესაძლებელია ერთობლივი გამოყენება ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის პრეპარატებთან ერთად. თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:  თავსებადია ავზურ ნაზავებში ყველა ფუნგიციდთან, ინსექტიციდთან, ჰერბიციდთან, ზრდის რეგულატორებთან და ფოთლოვანი კვების საშუალებებთან. უცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე. ტოქსიკურობა:  მისი წარმოება ხდება ნატურალური კომპონენტებისაგან, ამიტომაც უსაფრთხოა ცხოველური ორგანიზმებისათვის, არ არღვევს მცენარეთა ფიზიოლოგიას.  უსაფრთხოების წესები:  პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.  შენახვის პირობები:  შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.  პრეპარატი ინახება 2  წელი, შესაბამისი წესების დაცვით.  პირველადი დახმარება:  შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს. კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს. გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.  მყიდველთა საყურადღებოდ:  მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სტატიის ავტორი:

2020-04-09

მეტის ნახვა
 
შვრია
nawyveti biologiis doqtor, nodar mindiaSvilis wignidan “organuli soflis meurneoba”   Svria (Avena sativa L.)   moTxovnebi garemosadmi sakveb nivTierebebze dabali moTxovnilebisa da maTi niadagSi SeboWvis unaris wyalobiT Svria iTvleba yvelaze naklebad momTxovn kulturad yvela marcvlovans Soris. kargad itans mJave niadagebs. ufro momTxovnia niadagSi kaliumisa da magniumis Semcvelobisadmi. siTboze moTxovnileba mcirea, Tumca mgrZnobiarea niadagSi tenis naklebobisadmi. CarTva Teslbrunvis sqemaSi TeslbrunvaSi Svria CairTveba, rogorc wesi, damatebiT kulturad (organuli sasuqebis Setanis Semdgom). is moqmedebs rogorc marcvlovani kulturebis moyvanis Tanmimdevrobis mwyveteli. Svriis gamoyeneba rogorc safari kulturisa samyurasebrebisaTvis anda misi CarTva TeslbrunvaSi marcvlovan kulturebsa da Zirxvenebs Soris gvaZlevs orwlian wyvetas mkafiod gamoxatuli fitosanitaruli efeqtiT. Tumca TavisTavTan SeuTavsebadia, amitom Svriis nematodas gavrcelebis Tavidan asacileblad unda gakeTdes minimum 4-wliani Sualedi erT nakveTze Svriis moyvanebs Soris. niadagis momzadeba TesvisaTvis wina kulturis aRebis Semdeg tardeba saSualo moxvna (20 sm-mde). damuSaveba unda Catardes maqsimalurad adreul vadebSi (niadagis mdgomareobidan gamomdinare). Tesva mniSvnelovania adreuli Tesva. dabali temperaturebi, mokle dReebi da zamTris tenis arseboba xels uwyobs Svriis zrdasa da sixSires. saTesi masalis rekomendebuli raodenoba _ 450-500 marcvali m2-ze anu 160-200 kg/ha. optimaluria viwro mwkrivebi (12,5 sm-mde). kveba sasuqebiT Svria kargad iRebs niadagidan kaliums, magniums ki _ uaresad. amitom kaliumis maRali Semcvelobisas (msubuq niadagebze 80 mg/kg-ze meti, saSualoze _ 115 mg/kg-ze meti, xolo mZimeze _ 200 mg/kg-ze meti) rekomendebulia orjer gaizardos magniumis norma kaliumis mimarT. Svria kargad egueba organul da pirvel rigSi mwvane sasuqebs. mwir niadagebze dasaSvebia misi kveba nakelis mcire dozebiT. dasaSvebia agreTve organuli da mineraluri sasuqebis kombinacia. mcenareTa movla vegetaciis periodSi Tesvis Semdeg, gansakuTrebiT msubuq niadagebze rekomendebulia mitkepna. daTesvis Semdeg niadagze qerqis warmoqmnis, agreTve sarevelebiT Zlieri dabinZurebis SemTxvevaSi dasaSvebia msubuqi gafarcxva, rac anadgurebs 60%-mde sarevelebs. brZola mavneblebTan da daavadebebTan marcvlovanTa Soris Svria yvelaze ufro gamZlea daavadebebis mimarT, amitom is ar saWiroebs araviTar movlas vegetaciur periodSi. dacva Svriis nematodisagan mdgomareobs Teslbrunvis sworad Sedgenili sqemis gatarebaSi. nematoads kargad Trgunavs Calis Cafarcxva da kveba mwvane sasuqebiT. adreuli Tesva amcirebs Sveduri buzis gamoCenis saSiSroebas. mosavlis aReba Svriis xangrZlivi vegetaciuri periodis gamo mosavlis aReba sakmaod Sromatevadia. naadrevad aRebuli Svria ar iZleva sakmao raodenobisa da xarisxis mosavals, gadamwifebuls Zlier cviva marcvali “cocxebidan”. mosavlis aRebis optimaluri vadaa marcvlis 14-16% tenianoba.  

სტატიის ავტორი:

2019-12-27

მეტის ნახვა
 
გამონასკვის სტიმულაცია
ბოლო წლებში კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება გვაიძულებს ახლებურად გადავჭრათ მცენარეული კულტურების მაღალი მოსავლების მიღების პრობლემა. ნორმალურ პირობებში ყვავილის მტვრის მარცვლები, რომლებიც წარმოიქმნა მტვრიანების სამტვერეებში, ხვდება ბუტკოს დინგზე, წარმოიქმნება გამზრდელი ნივთიერებები და საბოლოოდ იწყება ნაყოფწარმოქმნის პროცესი. არახელსაყრელი ამინდის გამო ირღვევა ნაყოფწარმოქმნის პროცესი. ჰაერის 10%-ზე დაბალი ფარდობითი ტენიანობისას ძალზე შრება დინგი და ყვავილის მტვერი, ჰაერის მაღალი ტენიანობისას (70%-ზე მაღალი) ყვავილის მტვერი მძიმდება, ყველა ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად აძნელებს განაყოფიერების პროცესს, ხოლო განაყოფიერების დროს შეიმჩნევა ნასკვების სუსტი ზრდა. დაბალი (15°С-ზე დაბალი) და მაღალი (30°С-ზე მაღალი) ტემპერატურები იწვევს ყვავილის მტვრის სტერილიზაციას. არახელსაყრელი ამინდისას კენკროვან ბუჩქებზე და ხეებზე, ასევე ტომატზე, კიტრზე, ყაბაყზე და სხვა ბოსტნეულ კულტურებზე ნასკვები შეიძლება საერთოდ არ განვითარდეს, ოპტიმალური პირობების შექმნის შემთხვევაშიც კი, რომლებიც უზრუნველყოფს კარგი მოსავლის მიღებას. ნაყოფწარმოქმნა არსასურველი პირობებისას შეიძლება დავასტიმულიროთ ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებებით (გამზრდელი ნივთიერებებით). ამ ნივთიერებების საფუძველზე შემუშავებული იქნა ნაყოფწარმოქმნის სტიმულატორი „სანათური სი“. პრეპარატი შექმნილია ცალკეული კულტურების ნაყოფწარმოქმნის თავისებურებათა გათვალისწინებით და მათი მოთხოვნილებით მოქმედი ნივთიერების კონცენტრაციაზე. პრეპარატის შემადგენლობაში შედის კომპონენტები, რომლებიც კვებავს ნაყოფის ზრდად ქსოვილებს და აძლიერებს სტიმულატორების ეფექტს. ნაყოფწარმოქმნის სტიმულატორების მოქმედების შედეგად ძალიან აქტივირდება ნივთიერებათა ცვლა, მცირდება ყვავილებისა და ნორჩი ნასკვების ჩამოყრა, გაუნაყოფიერებელი ნასკვებიც კი იწყებს ინტენსიურ ზრდას, წარმოქმნის ე.წ. პართენოკარპულ (უთესლო) ნაყოფებს. ასეთი ნაყოფები თესლიანისაგან გამოირჩევა დიდი ზომით, ხორციანობით და გაუმჯობესებული ხარისხით. ტომატი, წიწაკა, კიტრი, ყაბაყი და გოგრა პრეპარატების საშუალებით, თვით არახელსაყრელ პირობებშიც კი უკეთესად ნასკვავენ ნაყოფს, რომლებიც უფრო სწრაფად იზრდება და მწიფდება, ამით უზრუნველყოფილია ადრეული და დიდი მოსავლის მიღება. პრეპარატით დამუშავების შემდეგ კომბოსტოს უჩნდება მკვრივი, მსხვილი და არაგახლეჩადი თავი. „სანათური სი“ გამოირჩევა გამოყენების დაბალი დოზებით მისი საჰექტრო დოზა 250-400 მილილიტრია ჰექტარზე.უფრო დაწვრილებითი მონაცემები იხილეთ პრეპარატის გვერდზე.

სტატიის ავტორი:

2019-12-23

მეტის ნახვა
 
კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობა
ბოლო წლებში ჩამოყალიბებულმა კლიმატის ცვლილებამ შეიძლება სოფლის მეურნეობაზე დიდი გავლენა მოახდინოს. მაღალი ტემპერატურები არღვევს მცენარეთა მიერ ტენის მიღებისა და გამოყენების უნარს.ტემპერატურათა გარკვეული დიაპაზონის ფარგლებს გარეთ დათბობა, როგორც წესი, იწვევს მცენარის მიერ ჭარბი ტენის გამოყოფას და მოსავლიანობის შემცირებას. ტრანსპირაცია არის მცენარეში წყლის მოძრაობის და მისი აორთქლების პროცესი მცენარეთა გარეგანი ორგანოებიდან, როგორიცაა ფოთლები, ღეროები და ყვავილები. ტრანსპირაცია არის ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესი და ხდება ძირითადად ბაგეებიდან. თუმცა ბაგეებიდან ხდება აგრეთვე მცენარის სუნთქვის პროცესი. ჭარბი ტრანსპირაციისას მცენარეები ხურავენ ბაგეებს, რათა შეაჩერონ ტენის კარგვა. მაგრამ დახურული ბაგეებისას მცირდება აირთა ცვლა - როგორც შედეგი, ქვეითდება ფოტოსინთეზის ინტენსივობა და ნელდება მოსავლის ფორმირება. კლიმატური ცვლილებების დროს იზრდება სპეციალური ანტიტრანსპირანტული პრეპარატების როლი, რომელთაც შეუძლია ნეგატიურ კლიმატურ ფაქტორთა კორექტირება. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატი არის ანტიტრანსპირანტი „სანათური დეუ“. პრეპარატი შედგება ორი კომპონენტისაგან, ბუნებრივი პოლისაქარიდული ბიოპოლიმერისა და ბიოაქტიური სილიციუმისაგან. თითოეულ ამ ნივთიერებას აქვს მცენარის ანტიპერსპირანტული დაცვის საკუთარი უნიკალური მექანიზმი. პოლისაქარიდული ბიოპოლიმერით მცენარეთა დამუშავების შემდეგ წარმოქმნის თხელ გამჭვირვალე ფენას დამუშავებულ ზედაპირზე. ეს ფენა აფსკის მაგვარია და ამცირებს მცენარეთა მიერ ტენის კარგვას, ამის შედეგად მცენარე არ ხურავს ბაგეებს და ხელს არ უშლის მცენარეთა ნორმალურ სუნთქვას. ბიოპოლიმერის მიერ წარმოქმნილი დამცავი ფენა აგრეთვე წარმოადგენს ულტრაიისფერ „ფარს“, რომელიც მცენარეს იცავს მზის ინტენსიური გამოსხივებით გამოწვეული შესაძლო პირდაპირი დაზიანებებისაგან(დამწვრობებისაგან). სილიციუმი-არის გვალვამედეგობის გაზრდის ერთ-ერთი მძლავრი ფაქტორი მას აქვს უნარი, შეამციროს ტრანსპირაცია და შეცვალოს მცენარის ფოთლების დახრის კუთხე, რაც უზრუნველყოფს ტენის აორთქლების ნაკლებ დონეს და ზრდის მცენარის ანტიოქსიდანტური დაცვის შესაძლებლობებს. ცნობილია, რომ მცენარეში არსებული სილიციუმის 20-30% შეიძლება მონაწილეობდეს წყლის შიდა რეზერვის შენარჩუნების პროცესში, და ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც მცენარეებს აძლევს წყლის მწვავე ნაკლებობის პირობებში გადარჩენის საშუალებას. ნახ. მცენარეთა ინფრაწითელი სითბური გამოსახულებები ნორმალური განვითარების 55 დღის შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე (а) და მაღალ ტემპერატურაზე (b) მცენარეები მარჯვნივ (თითოეულ სურათზე) დამუშავებული იყო სილიციუმით, მაშინ როდესაც მცენარეები მარცხნივ (კონტროლი) დამუშავებული არ ყოფილა. (წყარო: Applied Physics Letters 87, 194105, 2005) სილიციუმი საგრძნობ გავლენას ახდენს მცენარეთა ფოთლების გაცივებაზე. ასე მაგალითად, კვლევებმა აჩვენა, რომ ფოთლების დამუშავება სილიციუმით ხსნის სითბურ დატვირთვას მაღალი ტემპერატურების პირობებში და ამცირებს ფოთლების ტემპერატურას - 3-4°C-ით. ექსპერიმენტის დეოს ნორმალურ პირობებში განვითარების 55 დღის შემდეგ მცენარეებს ათავსებდნენ 35-40°C-ის ტემპერატურის ბოქსებში. 20 დღის შემდეგ დაუმუშავებელი მცენარეები გაყვითლდა და გახმა, მაშინ როდესაც სილიციუმით დამუშავებული, თუმცა დაითრგუნა, ოთახის ტემპერატურის დადგომის შემდეგ განაახლა ვეგეტაცია. ამრიგად, სილიციუმის ფესვგარე გამოყენება არის მცენარეთა გვალვა- და სიცხემედეგობის გაზრდის პერსპექტიული და ეკოლოგიურად სუფთა მეთოდი. არის ასევე კვლევები, რომლებიც ამტკიცებს სილიციუმის მნიშვნელოვან როლს მცენარეთა ყინვაგამძლეობის ჩამოყალიბებაში, მათ შორის სხვადასხვა ჯიშის საშემოდგომო ხორბალზე (Yongchao Liang и др, 2008), ბრინჯზე და სხვ. სილიციუმი აგრეთვე ამცირებს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებას (Ma JF, 2006) ნატურალური აფსკწარმომქმნელი ანტიტრანსპირანტი „სანათური დეუ“ ზრდის ბოსტნეულის ჩითილების, ყვავილების, ნერგების გადარჩენადობას, მოსავლის რაოდენობასა და ხარისხს, ეხმარება მშრალი ქარებისა და გვალვის გადატანაში, ნაყოფს იცავს დასკდომისა და მზით დამწვრობისაგან. საშუალებას იძლევა, შენარჩუნდეს კენკრის, ხილისა და ბოსტნეულის სასაქონლო სახე ტრანსპორტირებისა და შენახვისას, საგრძნობლად ამცირებს ტენის იმ დანაკარგებს, რომლებსაც თავად მცენარეები ვერ აკონტროლებენ, და ამგვარად მათ უნარჩუნებს ტენის ფიზიოლოგიურ დონეს, აძლიერებს მცენარეთა ზრდას და მათ იცავს ვეგეტაციის სტრესულ პერიოდში. „სანათური დეუ“-ს წარმოქმნილი ფენა არ იგრძნობა შეხებით, გემოთი და შეუძლებელია მისი მოცილება მცენარეთა ზედაპირიდან - სისქე შეადგენს რამდენიმე მოლეკულას. „სანათური დეუ“-თი დამუშავებული კენკრა, ხილი და ბოსტნეული საკვებად შეიძლება გამოვიყენოთ მეორე დღესვე, ვინაიდან ის 100%-ით შედგება ნატურალური კომპონენტებისაგან. „სანათური დეუ“ აგრეთვე არის „ულტრაიისფერი ფარი“ - ეს თვისება საშუალებას აძლევს, მცენარეები და ნაყოფი დაიცვას მზით დამწვრობისაგან. უპირატ

სტატიის ავტორი:

2019-12-23

მეტის ნახვა
 
ბიო
  ბიო   კულტურა:ალუბალი, ატამი, ბადრიჯანი, ბალი, ბოლოკი, ბროკოლი, გარგარი, გოგრა, გრეიფრუტი, ვაშლი, თეთრთავიანი კომბოსტო, თხილი, იონჯა, ისპანახი, კაკალი, კამა, კარტოფილი, კიტრი, ლიმონი, ლობიო, მანდარინი, მარწყვი, მზესუმზირა, მსხალი, მწვანე ხახვი, ნესვი, ნიახური, ნიორი, ნუში, ოხრახუში, პომიდორი, პრასი, რეჰანი, რუკოლა, საზამთრო, სალათა, სიმინდი, სოიო, სოკო, სტაფილო, ტკბილი წიწაკა, ფორთოხალი, ქერი, ქინძი, ქლიავი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყურძენი, შაქრის ჭარხალი, შვრია, ჩინური კომბოსტო, წითელთავიანი კომბოსტო, ჭარხალი, ჭვავი, ხახვი, ხორბალი მოქმედი ნივთიერება: უმაღლესი მცენარეების  ექსტრაქტი პრეპარატული ფორმა:სითხე მწარმოებელი:“შპს სანათური ორგანიკ“ საქართველო  ბიო -თხევადი სასუქი შედგება უმაღლესი მცენარეების  ექსტრაქტებისაგან, რომლებიც უხვად შეიცავენ თესლის გაღვივადობისა და მცენარის ფესვთა სისტემის   მასტიმულირებელ      ბიომოლეკულებს,ბიოპოლიმერებს, კარბოჰიდრატებს, კოფაკტორებს.  მოქმედების მექანიზმი:  ბევრი მცენარისათვის ფესვების წარმოქმნის სტიმულირება ძალზე ძნელია, ხანდახან კი შეუძლებელია ფესვწარმოქმნის სტიმულატორების გარეშე. ეს ნივთიერებები ასტიმულირებს სანამყენე კალამზე ფესვების წარმოქმნას, ხელს უწყობს უფრო ძლიერი ფესვთა სისტემის განვითარებას და მცენარის დარგვისას აუმჯობესებს შეგუებადობას. ასევე რეკომენდებულია მათი გამოყენება მცენარის რეანიმაციისათვის, რომელმაც დაკარგა ფესვთა სისტემის ნაწილი. ფესვწარმოქმნის სტიმულატორები წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს (ფიტოჰორმონები), რომლებიც სინთეზირდება ყველა მცენარის მიერ.  მაგალითად, ინდოლილ-3-ძმარმჟავა და ნაფტილძმარმჟავა. დაფესვიანებისათვის იყენებენ მცენარეული ნედლეულის ექსტრაქტებს. ეს პრეპარატები ბუნებრივი ბიორეგულატორებია, ახდენს კომპლექსურ მასტიმულირებელ ზემოქმედებას და ამაღლებს მცენარეთა იმუნიტეტს.  მცენარეებიდან გამოყოფილი ეს ნივთიერებები შედის პრეპარატ „ ბიოს“ შემადგენლობაში.  „ ბიო“-ს შემადგენლობაში, ფიტოჰორმონების გარდა, შედის ვიტამინები და სხვა დამხმარე ნივთიერებები, რომლებიც აძლიერებს მთავარი მოქმედი ნივთიერების ეფექტურობას.   სანამყენე კალმის,ჩითილების,ნერგების,თესლის დამუშავების ერთერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია პრეპარატის წყალხსნარში ჩალბობა  დოზა 5მლ 1 ლიტრ წყალში. კარგ შედეგს იძლევა ფერტიგაცია ახლად გადარგულ მცენარებზე. თუ რეკომენდებულია მცენარის მხოლოდ მშრალი მეთოდით გამრავლება, წინასწარი ჩალბობის გარეშე, მაშინ აუცილებელია ფუნჯის საშუალებით სანამყენე კალმის ქვედა ნაწილზე პრეპარატის მიფრქვევა. გარდა ამისა, შეიძლება დამოუკიდებლად დავამზადოთ გასაზრდელი პუდრი პრეპარატების წყალხსნარების საფუძველზე. ამისათვის აუცილებელია ფესვწარმომქმნელი ხსნარი შევურიოთ აქტივირებულ ნახშირს ან ტალკს, ხოლო შემდეგ გავაშროთ მიღებული ნარევი. სანამყენე კალამს  ამოავლებენ დამზადებულ პუდრში უშუალოდ გრუნტში დარგვის წინ. პრეპარატის გამოყენება რეკომენდირებულია ნერგებისა და ჩითილების გადარგვის წინ და  გადარგვის შემდგომ დოზით 1მლ 1 ლიტრ წყალზე.    ბიო  არის  ენერგეტიკული ნაკრები მცენარის ზრდის გასაძლიერებლად და მოსავლიანობის მოსამატებლად. გამოიყენება თესლისა და მცენარეთა ფესვგარე დამუშავებისათვის, აგრეთვე ფერტიგაციაში. პოლისაქარიდები    არიან ბუნებრივი მახელატირებელი აგენტები, რაც მცენარეში აძლიერებს მინერალური ნივთიერებების ათვისების პროცესს. მათ მაღალი ანტისტრესული მახასიეთებელი გააჩნიათ ყინვის,სიცხისა და მლაშე ნიადაგის პირობებში.ისინი ასტიმულირებენ ფესვწარმოქმნას.  ბეტაინი. ბეტაინის ერთ-ერთი ფუნქცია არის წყლის მიმართ უჯრედული მემბრანების განვლადობის გაზრდა, ფოტოსინთეზის პროცესის გააქტიურება, მცენარეების დახმარება ტოქსინების ზემოქმედებისაგან გათავისუფლებაში, ჩამოყალიბებული აბიოტიკური თუ ბიოტიკური სტრესების დაძლევაში.    აუქსინები: ჩვენი ასწლეულის 20-30-იან წლებში დადგინდა მცენარეებში ზრდის ჰორმონების: ინდოლილ-3-ძმარმჟავისა და მისი წარმოებულების არსებობა. მათ მისცეს საერთო სახელწოდება „აუქსინი“. ინდოლილ-3-ძმარმჟავას ასევე ხშირად უწოდებენ ჰეტეროაუქსინს. მაშ ასე, აუქსინები აღმოჩენილი იქნა მცენარეთა ზრდის შესწავლისას, თუმცა მათი ფუნქციები გაცილებით მეტია. ისინი არის უჯრედთა გაყოფის, ზრდის, დიფერენცირების პროცესების მონაწილეები. ამასთან განსაკუთრებით აქტიურ გავლენას ახდენს ფესვწარმოქმნაზე და თესლის გაღიებაზე.  ხისა და ბუჩქის ჯიშების გადარგვა მცენარეებისათვის არის საგრძნობი სტრესი. ეს განპირობებულია იმით, რომ ფესვების მნიშვნელოვანი ნაწილი ნერგის ამოთხრისას წყდება, განსაკუთრებით ზიანდება მათი შემწოვი დაბოლოებები. მცენარეთა შეგუებადობა ახალ ადგილზე დამოკიდებულია ფესვთა სისტემის აღდგენის სისწრაფეზე. სტრესული სიტუაციის მოხსნა შესაძლებელია , კერძოდ აუქსინშემცველი პრეპარატების გამოყენებისას. ახალ ადგილზე ამგვარი წესით დამუშავებული ხეების გახარება გაცილებით მაღალია.    პრეპარატ  ბიო გამოყენების რეკომენდებული ნორმები      კულტურის დასახელება თესლის თესვისწინა დამუშავება მცენარეთა დასხურება გამოყენების ნორმები დამუშავების პერიოდი საშემოდგომო ხორბალი, საგაზაფხულო ხორბალი, შვრია 0,3-0,5 ლ/ტ წყალი 10 ლ-მდე          2მლ/1ლ წყალში თესლისა და მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება პარკოსნები 0,5-1,0 ლ/ტ წყალი 10 ლ-მდე          2მლ/1ლ წყალში თესლისა და მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება სიმინდი 0,5-1,0 ლ/ტ   წყალი 10 ლ-მდე           2მლ/1ლ წყალში     თესლისა და მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება მზესუმზირა 0,1-0,15 ლ/ტ წყალი 15 ლ-მდე           2მლ/1ლ წყალში   თესლისა და მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება ჭარხალი: სუფრის, შაქრის, საკვები   1-1,5  ლ/ტ წყალი 10 ლ-მდე   2მლ/1ლ წყალში თესლისა და მოვეგეტატირე მცენარეთა დამუშავება რაფსი  0,4-0,5 ლ/ტ 2მლ/1ლ წყალში       პარკების დამწიფების ფაზა ბოსტნეული 10 მლ/კგ 2მლ/1ლ წყალში 2-4 ფოთლის ფაზა ვაზი, კენკროვანი კულტურები   2მლ/1ლ წყალში ვეგეტაციის განმავლობაში ხეხილი   2მლ/1ლ წყალში ვეგეტაციის განმავლობაში   პრეპარატის მახასიათებლები: ზრდის თესლის გაღვივების ენერგიას; ასტიმულირებს ფესვთა სისტემის აქტიურ ზრდას; აკაჟებს ფესვთა სისტემას; თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:  თავსებადია ავზურ ნაზავებში ყველა ფუნგიციდთან, ინსექტიციდთან, ჰერბიციდთან, ზრდის რეგულატორებთან და ფოთლოვანი კვების საშუალებებთან. უცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე. ტოქსიკურობა:  მისი წარმოება ხდება ნატურალური კომპონენტებისაგან, ამიტომაც უსაფრთხოა ცხოველური ორგანიზმებისათვის, არ არღვევს მცენარეთა ფიზიოლოგიას.  უსაფრთხოების წესები:  პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.  შენახვის პირობები:  შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.  პრეპარატი ინახება 2  წელი, შესაბამისი წესების დაცვით.  პირველადი დახმარება:  შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს. კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს. გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.  მყიდველთა საყურადღებოდ:  მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

სტატიის ავტორი:

2020-04-09

მეტის ნახვა